მედიუმ ქოელი სასწორში

    0
    14353

    თქვენ ძალიან ადრეულ ასაკში მოგიწიათ ოჯახური პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება და ამიტომაც ბავშვობიდანვე ისწავლეთ დამოუკიდებლობა და ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. ასევე პატარაობიდანვე მიიღეთ აგრესიასთან გამკლავების მაგალითიც, ისწავლეთ თავის დაცვა, ბრძოლა თქვენი ინტერესების გასატარებლად, მაგრამ მიხვდით რომ არ ღირს კონფლიქტი და სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს.

    ამიტომ დროსთან ერთად იმპულსების მართვა ისწავლეთ და ფიქრი სანამ მოქმედებაზე გადახვიდოდეთ.  ჰარმონიისკენ ისწრაფვით, ცდილობთ ყველაფერი დააბალანსოთ. ლიდერის პოზიციას, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები გირჩევნიათ. მხარში უდგახართ სხვებს,  ზურგს უმაგრებთ, ეხმარებით სხვებთან ურთიერთობების დალაგებაში, ხშირად მედიუმის როლიც კი გითამაშიათ, რადგან ნამდვილ დიპლომატად ჩამოყალიბდით, საუკეთესო მრჩევლად. ეს ყველაფერი შინაგან სიამოვნებას განიჭებთ, თუმცა ცალმხრივობის არ გწამთ, თუ გასცემთ უნდა იღებდეთ კიდეც. თუკი წონასწორობა დაირღვა უბრალოდ კავშირს წვეტთ.

    სხვებზე დამოკიდებულებების გაჩენა არ გჩვევიათ, მარტოდაც მშვენივრად გრძნობთ თავს. მარტოდაც ახერხებთ ყველაფერს, მაგრამ სოციალიზაცია და სხვებთან ყოფნა მოგწონთ. ხალხს თქვენ უყვარხართ, პუბლიკას ხიბლავთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის ძალიან კარგი უნარები გაქვთ, დიპლომატის უნარები. კომპრომისზეც შეგიძლიათ წასვლა, არავისზე დომინირებას არ ცდილობთ, თუმცა თუკი ვინმე შეეცდება თავის კონტროლს დაგიქვემდებაროთ, ბავშვობის გამოცდილებას გაიხსენებთ და თავის ადგილს მიუჩენთ ყველას.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია