მედიუმ ქოელი ქალწულში

    0
    15132

    ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყავით, დიდი ფანტაზიის უნარით. თქვენი ერთ-ერთი მშობელი იდეალისტი იყო, რომელიც ოჯახურ ხინჯებს ილუზიების ბურუსში ხვევდა. პრობლემებს ხალიჩის ქვეშ ჩურთავდა, ნაგავს საწოლის ქვეშ ყრიდა და გადასაფარებელს აფარებდა მის წინ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. შესაძლოა ალკოჰოლიკიც გყავდათ ვინმე. მოკლედ, ბავშვობაშივე გქონდათ რეალობისგან გაქცევის მცდელობის მაგალითის ხილვის ბედნიერება. ამაზე არავინ საუბრობდა. კონფლიქტებს გარიდებდნენ, მაგრამ დაძაბულობას გრძნობდით, ვერ იგებდით და მაინც განიცდიდით. თქვენ თქვენს სამყაროში ჩაიკეტეთ, მუსიკის, წიგნების ხელოვნების სამყაროში, მაგრამ გარედან მაინც არ გასვენებდნენ.

    მშობლები თქვენგან ბევრს ითხოვდნენ. მოუწესრიგებელ და ,,ნირიახა“ ბავშვად მიგიჩნევდნენ, თქვენი მათ არ ესმოდათ. წყნარი და მშვიდი შვილი სურდათ. ამას ძალიან განიცდიდით და თავადაც ვერ მიხვდით ისე იქეცით ზრდასრულ ასაკში პერფექციონისტად. რეალისტი გახდით. მიხვდით რომ ვერსად გაიქცეოდნენ. რომ ზღაპრები ფასადური იყო. პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღეთ. ბევრს მუშაობთ. თავს ვალდებულად მიიჩნევთ ოჯახზე იზრუნოთ, გადასახადები იხადოთ მათთვის. მთლიანად მათ სამსახურში ჩადექით. მათ საჭიროებებს საკუთარზე წინ აყენებთ და ცდილობთ ოჯახური პრობლემები რეალურად დაალაგოთ და არა ისე, როგორც თქვენი მშობლები თქვენს ბავშვობაში ალაგებდნენ.

    თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ძალიან კრიტიკული ხართ და ყველაფერს ზედმეტად რაციონალურად უდგებით. ზედმეტად აანალიზებთ. ნუ მისცემთ ბავშვობის ტრავმებს უფლებას მეორე უკიდურესობაში გადაგაგდონ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია