მედიუმ ქოელი ლომში

0
17368

თქვენ გასწავლიდნენ, რომ ყველას თანასწორად უნდა მოექცე. თქვენს სახლში თავისუფალი ატმოსფერო იყო, რაღაცნაირად არასტანდარტული და არატრადიციული.  მშობლები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ერთი ძალიან სოციალური იყო, მეორე არა. მათ არ მოუციათ თქვენთვის რამე ნორმები. სოციალიზაციის უნარები თავად გამოიმუშავეთ. არც თქვენი ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბებაში მიუღიათ მონაწილეობა, მათთან კავშირს ვერ გრძნობდით. ამიტომ საკუთარი გრძნობებისგან გაუცხოვდით. სიყვარულის შეგეშინდათ. უცნაური ბავშვი იყავით, კომუნიკაბელურობა არ გაკლდათ, მეგობრებსაც ადვილად იძენდით, თუმცა  მათგან ძალიან განსხვავებულად გრძნობდით თავს. რაღაცნაირად განსაკუთრებულად.

ნელ-ნელა ისწავლეთ გრძნობების გამოხატვა, თვითგამოხატვა, გაგივითარდათ ეგო, ადვილად გწყინთ, თუმცა შინაგანად მაინც მარტოსული და ცივი დარჩით. წრისგან გამოყოფილი ხართ. არავის არ განსჯით, ყველა თანასწორად მიგაჩნიათ, მაგრამ მაინც სხვა საფეხურზე დგახართ. ამბიციური ხართ, ამაყი, თავდაჯერებული, თუმცა ცდილობთ სხვებს თავიანთი ტალანტების აღმოჩენაში დაეხმაროთ. სხვისი ნიჭი არ გეპარებათ. სხვისი განსაკუთრებულობა. ეს ლიდერობის პოტენციალს გაძლევთ, შეგიძლიათ მართოთ. უნდა ეცადოთ, უფრო დამაჯერებელი გახდეთ, ვიდრე მომთხოვნი.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია