მედიუმ ქოელი ტყუპებში

0
18031

სავარაუდოდ მკაცრი მშობლები (ან მშობელი) გყავდათ, ვისი სიტყვაც ,,კანონი“ იყო და მუდმივმა საყვედურებმა, მორალის და ლექციების კითხვამ თავდაჯერება შეგირყიათ. ოჯახის წევრების გამუდმებული კიცხვის გამო საშინლად დამნაშავედ გრძნობდით თავს. შესაძლოა მათ იმაზე დიდი მოლოდინები ჰქონდათ, ვიდრე თქვენ ახერხებდით, სურდათ ყოველთვის ყველაზე უკეთესი ყოფილიყავით და როცა ამ იმედებს არ ამართლებდით, საშინლად გაკრიტიკებდნენ. თქვენ უსამართლოდ გექცეოდნენ. თქვენს მაქსიმუმს აკეთებდით, კარგად სწავლობდით, ცდილობდით სამაგალითო ყოფილიყავით და მაინც გეჩვენებოდათ, რომ ეს არ იყო საკმარისი თქვენი მასწავლებლებისთვის თუ მშობლებისთვის.

იმდენი გიკითხეს მორალი, ეჭვი შეიტანეთ მასში. თავდაცვითი მექანიზმების წყალობით ჭეშმარიტება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და იგი სხვადასხვა ადამიანების მოსაზრებებად დაქუცმაცდა. თქვენ მიხვდით, რომ სიმართლე ერთი არ არის – ის იმდენია, რამდენი ადამიანიც არსებობს. საოცრად კომუნიკაბელური გახდით, ადვილად ადაპტირებადი.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია – ასეთი მაჩვენებლის მქონე ბავშვები ხშირად უკიდურესად რელიგიურ ოჯახებში იზრდებიან, სადაც მას იმ დოგმებით ახრჩობენ, რომლის გაგებაც არ შეუძლია. მის ქცევებს ზღუდავენ, ეუბნებიან რომ რაღაც არ შეიძლება, მაგრამ არ უხსნიან რატომ. ბავშვური შეკითხვები უპასუხოდ რჩება. ბრმა რწმენა ირყევა. ისინი რაციონალურები ხდებიან. ინტელექტუალები, რომლებსაც უკევ არგუმენტები სჭირდებათ რამის დასაჯერებლად.

თქვენ ქადაგებას აზრების გაცვლა გამოცვლას არჩევთ. რწმენების ნაცვლად თეორიები გაქვთ. სულ რაღაცას სწავლობთ. გინდათ ყველას და ყველაფრის აზრი მოისმინოთ. ყველა საკითხს სხვადასხვა კუთხიდან უყურებთ. უამრავი ვერსია გაქვთ, უამრავი ალტერნატივა. ყველაფერი იცით და არაფერი ამავდროულად. პროფესიაც შესაძლოა ისეთი აირჩიოთ, ეს თვისებები რომ გამოგადგებათ.  შესაძლოა რამდენიმე პროფესიაც გქონდეთ. მთავარია, არ დაიფანტოთ და თქვენი ნიშა ნახოთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია