მედიუმ ქოელი კუროში

0
15603

თქვენი კუთვნილი სიყვარულის მისაღებად ნებართვა გჭირდებათ და თუ ამ ნებართვას ვერ იღებთ, გტკივათ. თავდაჯერება გაკლიათ და უარყოფის შიში გაქვთ. შესაძლოა თქვენი მშობლები სიყვარულს კონტროლით და დომინირებით გამოხატავდნენ. რატომღაც ყოველთვის ისინი იყვნენ მართლები და თქვენ ცდებოდით. ნებისმიერ ინფორმაციას, რაც თქვენ შესახებ ჰქონდათ თქვენ წინააღმდეგ იყენებდნენ, ამით მანიპულირებდნენ და წახალისების ნაცვლად დაგაკომპლექსეს.

თქვენ ჩათვალეთ, რომ თქვენი არ ესმოდათ, რომ სისუსტეები რაც შეიძლება კარგად უნდა შეგენახათ, ყველაფერი გაგესაიდუმლოებინათ.  ერთ-ერთ მშობელს (ან ორივეს) ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონდა თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. ამ ყველაფერს იმდენად განიცდიდით, ემოციური კავშირი გაწყვიტეთ მასთან. არის სხვა ვერსიაც – შესაძლოა პატარა დაობლდით. მოკლედ, ასეა თუ ისე თქვენი უსაფრთხო გარემო დაირღვა და ემოციურ დონეზე ჩაიკეტეთ. ბავშვობის ტრავმები ღრმაა. ნდობა დაკარგეთ და ეს დანაკლისი ახლაც კი, ზრდასრულ ასაკში, ურთიერთობებს გიმახინჯებთ.

ქვეცნობიერ დონეზე თქვენ საყვარელი ადამიანების დაკარგვის გეშინიათ, მიტოვების გეშინიათ, უარყოფის გეშინიათ, გეშინიათ რომ ვერ გაგიგებენ, გეშინიათ რომ თუკი თქვენს ნამდვილ სახეს აჩვენებთ, არ შეგიყვარებენ, ამიტომ უფრო გარეგნულ მხარეზე ორიენტირდით, ცდილობთ ლამაზად გამოიყურებოდეთ, კარგად გეცვათ და კარგი მანერები გქონდეთ. აუცილებელია უკან, ბავშვობაში მიბრუნება და ამ ყველაფრის გადააზრება, თორემ ემოციური უსაფრთხოების მოთხოვნილება შესაძლოა დამახინჯებულ ფორმებში გამოვლინდეს – იმდენად ჩაებღაუჭოთ უსაფრთხო გარემოს, წინ ვეღარ წახვიდეთ. თქვენ არ გიყვართ რისკი. არ გიყვართ კომფორტის ზონიდან გასვლა.  ცვლილებები.

აქტუალურია ფინანსური საკითხიც. ფულზე თქვენთან შესაძლოა არ საუბრობდნენ, თუმცა მის დეფიციტს განიცდიდით და მის საჭიროებას გრძნობდით. შესაძლოა უზრუნველგყოფდნენ კიდეც, მაგრამ მთლად უსაფრთხოდ არ გრძნობდით თავს. ახლა, როცა უკვე გაიზარდეთ ფიქრობთ რომ მხოლოდ თქვენ თავს შეგიძლიათ დაეყრდნოთ. იმისთვის, რომ თავი დაცულად და მშიდად იგრძნოდ ფინანსური დამოუკიდებლობა გჭირდებთ. გჭირდებათ სახლი, როგორც ციხესიმაგრე. ფეხქვეშ მყარი ნიადაგი. საერთოდ არ ხართ მატერიალისტი, მაგრამ მატერიალისტის როლში ხართ. როცა სხვებს მატერიალურად ეხმარებით ბედნიერად გრძნობთ თავს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ნუ ტკეპნით ერთ ადგილს, განვითარდით, გათავისუფლდით სტაბილურ სამსახურსა თუ სტაბილურ ურთიერთობებზე დამოკიდებულებებისგან, ნუ მიეჯაჭვებით ისეთ რამეს, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია