თქვენ ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიეთ რეჟიმს. ჯანმრთელობის საკითხები აქტუალური იყო ოჯახში. ეგებ ერთ-ერთი მშობელი ექიმიც გახლდათ, ან ცხოვრების ჯანსაღი წესით დაინტერესებული. დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებიც იყო. ალკოჰოლიზმის პრობლემებიც. რაღაცნაირად სევდასთან არის დაკავშირებული მშობლების ხატი.
მოწესრიგებული ბავშვი იყავით. ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებდით დავალებებს, მაგრამ გქონდათ განცდა რომ საკმარისი არ იყო. ალბათ იმიტომ რომ ერთ-ერტი მშობელი ძალიან მეწვრილმანე გახლდათ და დეტალებზე გაკრიტიკებდათ. ის პატარა რამეებზე ნერვიულობდა, ცოტა ნევროზული იყო და თქვენც თითის წვერებზე ცდილობდით გევლოთ, რომ არ გაგეღიზიანებინათ. ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, რატომღაც გიწევდათ უფროსების დამხმარეს როლში ყოფილიყავით, გეზრუნათ საქმით, კონკრეტული სამსახური გაგეწიათ ოჯახის წევრებისთვის. პრაქტიკული დახმარება ასოცირდებოდა თქვენთვის სიყვარულის გამოხატულებასთან. ძალიან ადრეული ასაკიდან გააცნობიერეთ რას ნიშნავს ტკივილი და ტანჯვა. რას ნიშნავს თანაგრძნობა. ძალიან სენსიტიური ხართ. სხვების დახმარებაზე ორიენტირებული. ფსიქოლოგიური უნარებიც გაქვთ. თქვენი სოციალური სტატუსი ერთგვარი მესიის სტატუსია. სულ ვიღაცის გადარჩენას ცდილობთ. ბედნიერი ხართ, როცა ახერხებთ ვინმეს ცხოვრება უკეთესი გახადოთ.
მიდრეკილება გაქვთ ხელოვნებისკენ, ლიტერატურისკენ, მუსიკისკენ, ფსიქოლოგიისკენ. შესაძლოა გიჭირდეთ პროფესიული არჩევანის გაკეთება.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია