მედიუმ ქოელი თხის რქაში

0
19789

თქვენ ძალიან ფრთხილი ბავშვი იყავით. შესაძლოა იმიტომ, რომ მთლად უსაფრთხოდ ვერ გრძნობდით თავს. ის ყველაფერი, რასაც ვერ აკონტროლებდით, გაფორიაქებდათ. დედა მზრუნველი ადამიანი იყო, თუმცა ემოციურ და მშობლიურ კონფლიქტებს დიდი ზეგავლენა ჰქონდა თქვენზე. ძალიან დამოკიდებული იყავით მასზე და როცა ის თქვენ გვერდით ფიზიკურ თუ ემოციურ დონეზე ვერ ახერხებდა ყოფნას, განიცდიდით (განსაკუთრებით თუ მედიუმ ქოელის ცუდი ასპეტები აქვს). სხვა მხრივ არაფერი გაკლდათ. ძალიან გჭირდებოდათ შეგრძნება, რომ ოჯახის კუთვნილება იყავით, მისი წევრი, ნაწილი. თქვენი სახლი, თქვენი ოჯახი თქვენთვის ციხესიმაგრე იყო. ნებისმიერი უთანხმოება სიმშვიდეს გირღვევდათ, რადგან ემოციური უსაფრთხოება გერყეოდათ.

თავდაცვის მექანიზმებმა ნელ-ნელა დამოკიდებულებათა რღვევა გამოიწვია. იმისთვის რომ მშვიდად ყოფილიყავით, გადაწყვიტეთ მთლიანად თქვენ თავზე ყოფილიყავით დამოკიდებული. თავად დაიწყეთ ციხესიმაგრის აშენება. თავად აიღეთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გიყვარდათ და პატივს სცემდით მშობლებს, საკუთარი თავი უფრო საიმედო დასაყრდენად მიიჩნიეთ. ზრუნავთ თქვენს ავტორიტეტზე, საზოგადოებაში სერიოზული და მოწიფული ადამიანის შთაბეჭდილებას გინდათ რომ ტოვებდეთ. ადამიანებს ეხმარებით თავდაჯერების მოპოვებაში, ეხმარებით გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი. თავიანთი მიზნების პოვნის და ამ მიზნებისკენ სწრაფვის მოტივაციას აძლევთ. კარგად ერკვევით საზოგადოებრივ წესრიგში, იერარქიაში. იცით, რა არის ეთიკური, რა სწორი და რა არასწორი. საკუთარ მიზნებში ყოველთვის ჩამოყალიბებული ბრძანდებით და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ მწვერვალისკენ. ხანგრძლივი და თავდადებული შრომის ფასად, დიდ სიმაღლეებსაც აღწევთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია