მარსი ურანის შეერთება

0
3266

ურანი ნებისმიერ პლანეტას აგიჟებს და არაადეკვატურს ხდის. თქვენს რუკაზე კი იგი  ყველაზე სულსწრაფ და აგრესიულ პლანეტასთან, მარსთანაა ,,შეჯახებული“.  მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან არაპროგნოზირებადი იქნებით და თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ეს სახიფათო სიტუაციებისკენ მიდრეკილებას ზრდის, დიდია ტრავმების ალბათობა, თუმცა შეშინება არ ღირს, უბრალოდ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. არ იჩქაროთ და არაადეკვატური ქმედებებისგან თავი შეიკავეთ, რისკენ მიდრეკილებაც აუცილებლად გექნებათ.

კაცები, ასეთი მარსით , ძალიან უცნაური ტიპები არიან. არასოდეს იქცევიან ისე, როგორც წესია. სექსშიც ექსპერიმენტები უყვართ. შეიძლება არატრადიციული ორიენტაციისკენაც იყვნენ მიდრეკილნი,  ჯგუფური სექსი მოსწონდეთ, თუმცა ერთი ასპექტით ამაზე მსჯელობა უაზრობაა. რამდენიმე მაჩვენებელი მაინც უნდა იყოს. და კიდევ, შეიძლება მალე აღწევდნენ სექსში კულმინაციას… რაც არც ისე დიდი საჩუქარია. თუმცა ეს შეიძლება. ურანს რას გაუგებ?

ზოგადად, ორივე სქესის წარმომადგენლები ძალიან უცებ და მოულოდნელ სიტუაციებში იღგზნებიან. შეიძლება მოსწონდეთ ექსტრემალური სექსი. მაგალითად, სექსი თვითმფრინავში და ა.შ.

ქალებს, ამ მაჩვენებლით,  რაღაცით გამორჩეული,  არაპროგნოზირებადი და შეიძლება თქვას უცნაური მამაკაცები იზიდავენ. რაც უფრო მეტ სიგიჟეს ჩაიდენს კაცი მისი გულისთვის, მით უფრო დაინტრიგდებიან და მოიხიბლებიან. საუკეთესო ვარიანტში მათ რჩეულს  პროფესია ექნებათ უცნაური, თორემ შეიძლება მათი უპასუხისმგებლობით და მუდმივად გაურკვევლობაში ყოფნით დაიტანჯონ.

მეამბოხე ხართ, რევოლუციონერი. ვერ იტანთ თავისუფლების შეზღუდვას. გამუდმებით თქვენს წესებს ადგენთ და სულ იმის საწინააღმდეგოდ მოძრაობთ, საითაც მიდის უმრავლესობა. თქვენი საქციელით გარშემომყოფებს ხშირად შოკში აგდებთ. ძალიან ორიგინალური ხართ და ექსცენტრიკული. არასოდეს გეგმავთ. მთლიანად იმპულსებს ხართ მინდობილი და ისეთ ფოკუსებს ატარებთ, თავგზას უბნევთ გარშემომყოფებს. ბევრს რისკიანად ეჩვენებით, მაგრამ რისკიანი არ ხართ. თქვენთვის უამრავი ალტერნატივა არსებობს და ერთ-ერთს არჩევთ. შედეგად კი რას მიიღებთ მარცხს თუ გამარჯვებას წინასწარ ვერავინ იტყვის.

ნერვიული ხართ, ერთ ადგილას გაჩერებას ვერ ახერხებთ. სულ სადღაც გეჩქარებათ, სულ რაღაცას აკეთებთ და თანაც ყოველგვარი განრიგის გარეშე. თქვენი მარშრუტი მოულოდნელობებით არის სავსე.  თავს და ბოლოს ვერავინ გაუგებს. 9-დან 6-ამდე სამსახური თქვენთვის კატორღაა, სადაც ბორკილებით თუ დაგაბამენ.

არადა ზარმაცი არ ხართ. თუ გაინტერესებთ, არ იძინებთ, არ ჭამთ, არ დაისვენებთ და ისე გააკეთებთ იმას, რის გაკეთებაც გინდათ. უბრალოდ არ უნდა გზღუდავდნენ. მოქმედების თავისუფლება გჭირდებათ. მაშინ უნდა აკეთოთ, როცა ამის ხასიათზე ხართ და როცა გაქვთ – იდეა! ეს საკვანძოა. თქვენ ყველაზე შეშლილი იდეების განხორციელების ენერგია გაქვთ. გენიალური რამეების ჩადენას მოახერხებთ, თუ სიგიჟეებზე არ დახარჯეთ ფუჭად და თან დანარჩენი რუკაც ხელს გიწყობთ.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია