მარსი სატურნის ჰარმონიული ასპექტი

0
5396

თქვენ გაქვთ პოტენციალი წარმატებას მიაღწიოთ თქვენი ძლიერი ნებისყოფით, შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და დისციპლინირებულობით.  კარგად გრძნობთ დროს. კარგად გეგმავთ. მოთმინებით ხართ სავსე. ბევრის ატანა შეგიძლიათ. მარტო უკეთ მუშაობთ, ვიდრე სხვებთან ერთად. მარტოხელა მგელი ხართ.

,,10% ნიჭი და 90 % შრომისმოყვარეობა ქმნის გენიალურ ნამუშევარს“  – ესაა თქვენი ფილოსოფია. პრაქტიკული, რეალისტური გეგმები გაქვთ და მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ. კუ და კურდღლის იგავი გახსოვთ? სანამ სხვები ერთობიან, თქვენ შრომობთ და ფინიშთან ყველაზე ადრე მიდიხართ.

ბევრს მუშაობთ საკუთარ თავზეც. დიდი ენერგიაც რომ არ გქონდეთ, მის ეკონომიურად მოხმარებას ახერხებთ, რეზერვაციას –  კარგად განაწილების და დაგეგმვის მეშვეობით სწორად გამოყენებას. საათობით შეგიძლიათ ივარჯიშოთ და როცა ყველა გულაღმა გდია, თქვენ ისევ იმდენი ენერგია გექნებათ, რამდენიც დასაწყისში გქონდათ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია