მარსი სატურნის უარყოფითი ასპექტი

    0
    6839

    ეს არის ორი ყველაზე ბოროტი პლანეტის ომი და შესაბამისად, ორმაგი სიბოროტე.  მოსალოცად ნამდვილად არ  გაქვთ საქმე. მართალია, თავისი დადებითი მხარე ყველაფერს აქვს, მაგრამ უარყოფითით დავიწყოთ, რომ მერე ბოლოსკენ დადებითით ცოტა დაგამშვიდოთ.

    მარსი გაზია, სატურნი ტორმუზი, როცა ორივეზე ერთად არის ფეხი დაჭერილი, მანქანას უჭირს, წვალობს. მანქანა თქვენ ხართ. მიდიხართ და ყოველ წუთას ჩერდებით იმის გადასამოწმებლად, ყველაფერი რიგზეა თუ არა და ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ თუ არ შეამოწმეთ, მართლა შეიძლება დაიშალოთ. არსებობს მოტეხილობების საფრთხეც. სატურნი ძვლებია, მარსი კიდევ ტრავმები.  ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ყურადღებით უნდა იყოთ.

    კომპლექსები, შიშები ფობიები (განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელ სახლსა და ნიშანშიც სატურნი დგას) ხელს გიშლით იმის კეთებაში, რაც გსურთ (მარსის სახლი და ნიშანი) და პირიქით, – იმპულსური და დაუფიქრებელი საქციელის გამო(მარსის სახლი და ნიშნები) გამუდმებით ისჯებით (სატურნის სახლი და ნიშნები). უნდა მოახერხოთ მათი დაბალანსება, წონასწორობის დაცვა – დაგეგმოთ და ისე იმოქმედოთ.

    მამაკაცი ასეთი ასპექტით უკიდურესად მძიმე და რთული ხასიათებისაა, შეიძლება ითქვას ბოროტიც. ყველაზე ცუდი ისაა რომ მისი აგრესია ჩუმია და ხანგრძლივი. იგი ნელა იღგზნება, დიდხანს აქვს სექსი, ბევრს წვალობს და კულმინაციის მიღწევა უჭირს. შეიძლება პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემებიც გამოვლინდეს, ან სექსუალური ცხოვრების გვიან დაწყება. სამაგიეროდ, სიბერემდე შეიძლება შეძლოს სექსუალური ცხოვრების შენარჩუნება.

    ქალები სასტიკ კაცებს იზიდავენ. შეიძლება სადისტებსაც.  იზიდავენ და იტანენ კიდეც. განსაკუთრებით თუ ამ ასპექტს მეშვიდე სახლთან აქვს შეხება. მის ცხოვრებაში ჩნდებიან მამაკაცები, რომლებიც ზღუდავენ მას, უკრძალავენ იმის კეთებას, რაც სურს.

    ზოგადად, თუკი მარსი იუპიტერის ასპექტების მქონე ადამიანები ძალიან თავდაჯერებულები არიან, რისკიანები, ოპტიმიზმით სავსე და აქედან გამომდინარე იღბლიანები თავის ქმედებებში, სატურნი ამის საწინააღმდეგოს აკეთებს. ადამიანს ეშინია მოქმედების და ხშირად მისი შიშები მართლდება. დაუფიქრებლად ყოველთვის წარუმატებელ ნაბიჯებს დგამს.  წარმატებული რომ გახდეს,  ბევრი შრომა უწევს. არაადამიანური ნებისყოფის გამოვლენა და მუშაობა საკუთარ თავზე. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ იმის მიღწევას, რაც გსურთ.

    უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ სხვებივით არ გიმართლებთ და ეს სულაც არ არის ტრაგედია.  ბევრჯერ ნახავთ იმედგაცრუებას. შეიძლება ზუსტად ერთი წუთით დაგაგვიანდეთ თქვენი ოცნების მატარებელზე, ზუსტად ერთი აზიდვა დაგაკლდეთ რეკორდის მოსახსნელად. დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, თქვენ უნდა აამუშავოთ. დროული გადაწყვეტილებების მიღება უნდა ისწავლოთ, ზუსტად დამიზნება და ისე სროლა.

    შეიძლება ცუდი ურთიერთობა გქონდეთ უფროსობასთან. კარიერისთვის, პროფესიული განვითარებისთვისაც ხელსაყრელი ასპექტი რომ არ არის მიხვდებოდით ალბათ.

    ერთი ესაა, რომ თვითკონტროლს ახერხებთ, ძლიერი ნებისყოფა გაქვთ, პასუხისმგებლობის გრძნობა და ხანგრძლივად მუშაობა შეგიძლიათ. ცოტა ენერგია გაქვთ, მაგრამ დიდხანს. თუკი კრახი არ შეგაშინებთ, ხელს არ ჩაიქნევთ, განვითარების სწორ გეგმას დასახავთ (ამის ნიჭიც  გაქვთ) და ბოლომდე იბრძოლებთ, წარმოუდგენელი სიმაღლეების მიღწევას მოახერხებთ. თანაც, რაც მთავარია, ეს არ იქნება ქარის მოტანილი წარმატება, რომელიც ქარსვე მიაქვს. დაპყრობილი მწვერვალიდან ვეღარავინ ჩამოგაგდებთ. ამ მაჩვენებლით ბევრი ძალიან წარმატებული ადამიანი არის დაბადებული. ადამიანები, რომლებიც არ დანებდნენ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია