მარსი იუპიტერის დადებითი ასპექტი

0
6294

ძალიან თავდაჯერებული ხართ, ნებისმიერ საქმეს ოპტიმიზმით და ენთუზიაზმით სავსე იწყებთ. ფიზიკური ენერგიის ძალიან დიდ მარაგს ფლობთ.  ჯანმრთელი ხართ. გჯერათ, რომ ყველაფერი გამოგივათ  და ასეც ხდება.  იღბლიან გადაწყვეტილებებს იღებთ, კარგი ალღო გაქვთ. თქვენი ნაბიჯები წარმატებულია.

გიყვართ მოგზაურობა, სხვადასხვა კულტურებთან, ცივილიზაციებთან, სწავლებებთან ზიარება. ცდილობთ  გონებრივი თვალსაწიერი განივითაროთ. თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია გაქვთ და დარწმუნებული ხართ საკუთარ შეხედულებებში.

ვერ იტანთ უსამართლობას, ამორალურ ადამიანებს. გინდათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ და თქვენი თუ სხვისი უფლებების დასაცავად იბრძვით.

მოგწონთ ინტელექტუალური დებატები და ძირითადად, გამარჯვებული გამოდიხართ პაექრობიდან, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ აზრსაც პატივს სცემთ. შეგიძლიათ საუბრის თქვენს სასარგებლოდ წარმართვა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ასეთი მაჩვენებლით ბევრი იურისტი, მოსამართლე, პოლიტიკოსი, ათლეტი იბადება. ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოხვედრის პოტენციალიც გაქვთ (თუმცა რუკაში სხვა მაჩვენებლებიც უნდა იყოს).

ეს ძალიან კარგი ასპექტია, თითქოს სამყაროს ენერგეტიკული არხისთვის ხართ გახსნილი და ნებისმიერი რაოდენობის აღება შეგიძლიათ, თანაც არაფრის სანაცვლოდ. ბედი გწყალობთ, თითქოს სამყარო აკეთებს თქვენს გასაკეთებელს, შეიძლება ,,ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ გმფარველობდნენ. აზარტული ხართ, მთელი ცხოვრების დადება შეგიძლიათ სასწორზე, თუმცა გიმართლებთ.  ყველაფერი ისე ლაგდება,  როგორც თქვენ გინდოდათ, მაგრამ  ამით ბოროტად სარგებლობა არ ღირს. კატეგორიულად გეკრძალებათ სიზარმაცე, სხვების გამოყენება იმისთვის, რის გაკეთებაც თავად შეგიძლიათ. თუკი ამ პოტენციალს არ დაამუშავებთ, განვითარებაზე უარს იტყვით და ენერგიის ფლანგვას უმიზნოდ დაიწყებთ, სამყარო ენერგეტიკულ ხვრელად აღგიქვამთ და არხს ჩაგიკეტავთ. არ შეწყვიტოთ საკუთარ თავზე მუშაობა და ნუ იტყვით უარს პოტენციალზე სიზარმაცის გამო, თორემ შეიძლება ავად გახდეთ.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია