ჰიპერაქტიური ხართ, ძალიან ენერგიული და ამავე დროს დაუდევარი – მოქმედებისას ბევრი ფიქრი არ გჩვევიათ და ენერგიის უზარმაზარ მარაგს ხან სრულიად ფუჭად ფლანგავთ. თან დარწმუნებული ხართ რომ დიად საქმეებს მოახმარეთ. ბევრ არასწორ ნაბიჯს დგამთ, თუმცა ბედი გწყალობთ, ხანდახან სასწაულებიც კი ხდება. ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებთ, თითქოს თავად სამყარო აძლევს კურთხევას.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის რომ გამოუსწორებელ ოპტიმისტად ჩამოყალიბდით. ძალიან დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში. საკუთარ თავს მნიშვნელოვან პიროვნებად მიიჩნევთ. არასოდეს გეპარებათ ეჭვი, რომ ყველაფერი გამოგივათ და გამოგდით კიდეც, თუ რამეს მოჰკიდეთ ხელი.
ინიციატივიანი ხართ, უშიშარი, მამაცი… ხანდახან თავზეხელაღებულიც კი. შეიძლება ისე გარისკოთ, უსაფრთხოების არანაირი ზომები არ გქონდეთ გათვალისწინებული. ამასთან ფიზიკურადაც ძლიერი ხართ. ეს ასპექტი ბევრ ათლეტს აქვს.
თქვენი იდეალებისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე შეგიძლიათ ბრძოლა.. უარყოფით გამოვლინებაში ფანატიკოსობისკენ მიდრეკილებაც კი შეიძლება იყოს სახეზე. შეიძლება ძალით ცდილობდეთ საკუთარი შეხედულებების სხვებისთვის თავს მოხვევას. ვერაფრით წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება ცდებოდეთ.
კარგი ასპექტია იურისტებისთვის, მოსამართლეებისთვის, რადგან მთელი თქვენი დრაივი სამართლიანობის აღდგენაზე, უმაღლესი იდეალებისთვის მსახურებასა და ადამიანების უფლებების დაცვაზეა მომართული. მორალური ღირებულებების დასაცავად მომართული ინდივიდი ხართ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია