დესცედენტი მშვილდოსანში

0
17276

ასეთ მაჩვენებლის მქონე ადამიანებს პრესტიჟული, ავტორიტეტული ადამიანი სურს გვერდით, ისეთი რაღაცას რომ ისწავლის მისგან.

თქვენ შეიძლება მოიხიბლოთ ლექტორით, მასწავლებლით, ან ისეთი ადამიანით, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა თქვენთვის. მაგალითად, უხერხული სიტუაციისგან გიხსნათ, მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი ჩამოგაშორათ, ნებისმიერი სახის უსიამოვნებისგან დაგიცვათ. ეს თემა ყველაზე აქტუალურია მშვილდოსანი დესცედენტის დროს, თქვენი პარტნიორი თქვენი მფარველი უნდა იყოს, თქვენი პროტეჟე, თქვენი აღმზრდელი, ყველაფერში ხელს რომ გიწყობთ და გეხმარებათ. მისგან მუდმივად უნდა იღებდეთ რაღაცას – ცოდნა იქნება ეს თუ კარიერულ კიბეზე დაწინაურება.

წარმატებული, გულღია, ხელგაშლილი, სოციალური და ოპტიმიზმით სავსე ადამიანი და თქვენი გული მისია. მთლად უკეთესი თუ ფილოსოფია, რელიგია აინტერესებს და მოგზაურობა და თავგადასავლები უყვარს. მოკლედ , მშვილდოსნის ტიპაჟი, ან ადამიანი მკვეთრად გამოხატული იუპიტერით. მასთან ურთიერთობა უნდა გზრდიდეთ.

ვინ უნდა იყოს თქვენი პარტნიორი?  მასწავლებელი უკვე ვახსენეთ და რანგით უფროსები,  მდიდრები, მოგზაურები, მეზღვაურები, მისიონერები, სასულიერო პირები თუ უცხოელები… იურისტებიც სხვათა შორის. მოკლედ, არჩევანი დიდია,  მაწანწალებიც კი შეიძლება მოგეწონოთ, თუ საინტერესო თავგადასავლებით გაგართობენ და სულიერ განვითარებაში შეგიწყობენ ხელს. ყველაზე მთავარი ეს არის – ზრდა.

შეხვედრის ადგილი – შესაბამისი : უნივერსიტეტი, ეკლესია ან უბრალოდ მოგზაურობისასაც შეიძლება გადააწყდეთ სადმე, უცხოეთში. ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის და ვენერას სახლსა და ნიშანს, ასევე მეშვიდე სახლში პლანეტების მდებარეობას და მათ ასპექტებს. ესეც გაცნობის ადგილის მაჩვენებლებია.

პრობლემა ჩნდება ურთიერთობაში სხვადასხვა ცხოვრებისეული მიზნების ქონის გამო. ინტელექტუალური დებატები შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს, თქვენი პარტნიორი მუდამ მართალი იქნება, მუდამ მასწავლებელი და ისევ თავად უნდა დათმოთ.

მშვილდოსანიც და ტყუპებიც მუტაბელური ნიშნები არიან და შესაბამისად ქორწინებაც ასეთივე არასტაბილურია ხოლმე. შეიძლება რამდენიმე ქორწინებაც, არაოფიციალური ქორწინებაც და ერთდროულად რამდენიმე პარტნიორის ყოლაც. ორივეს ძალიან ბევრი ინტერესი აქვს და ორივე მრავალფეროვნებას ეძებს პარტნიორობაში და შესაძლოა ეს პარტნიორების ცვლაში გამოიხატოს. ნუ იქნებით ზედაპირულები, ეცადეთ ერთმანეთში აღმოაჩინოთ ეს მრავალფეროვნება.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია