დესცედენტი ტყუპებში

0
22221

ესეც მუტაბელური ნიშანია, ანუ ბევრი ვარიანტია. თქვენ უამრავი რამ გაინტერესებთ, ისწრაფვით თანასწორუფლებიანი პარტნიორობისკენ და მოძრავი, კომუნიკაბელური და საუბარში ადვილად ამყოლი ადამიანი გჭირდებათ გვერდით. ემოციური და სექსუალური კავშირი არ კმარა, აუცილებელია კონტაქტი მენტალურ დონეზეც, მეგობრული ურთიერთობა და ბევრი გასარჩევი თემა. თქვენს მეუღლეს არამარტო უნდა უყვარდეთ, ამ სიყვარულის ახსნაც, სიყვარულზე ლაპარაკი უნდა შეეძლოს. ორივეს უნდა გყავდეთ უამრავი კონტაქტი, გონებრივად ერთ საფეხურზე იდგეთ და შეიძლება ერთ სანაცნობო წრეშიც ტრიალებდეთ.

სასურველია ტყუპები, ქალწული ან ამ ნიშნების ძლიერი გავლენა. ადამიანი – კარგად გამოხატული მერკურით, მერკურით პირველ სახლში. მოკლედ, მხიარული, კონტაქტური, მოძრავი, თავისუფალი და რაც მთავარია – ინტელექტუალი მეორე ნახევარი გსურთ გვერდით, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ყველა საოჯახო წვრილმანის მოგვარებაზე – გადახარშავს, გააანალიზებს და დაგეგმავს ისეთ წვრილმანებს, თქვენ რომ მაგაზე ფიქრისთვის ,,ვერ მოცდებით“.

როგორც წესი, ეს ადრეულ ქორწინებაზე მიუთითებს, შესაძლოა ეს იყოს ბავშვობის სიყვარულიც.  გაცნობით შესაძლოა გაიცნოთ სკოლაში, ბიბლიოთეკაში, მასწავლებელთან, ტელევიზიაში, ფოსტაში, ინფორმაციასთან და განათლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ადგილას. მოგზაურობისას (საკუთარ ქვეყანაში),  ბაღებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ა.შ. შესაძლოა ეს სატელეფონო, ან  ინტერნეტ-ნაცნობობაც იყოს (მიმოწერა). ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჰოროსკოპში მერკურისა და ვენერას სახლსა და ნიშანს, პლანეტებს მეშვიდე სახლში და მათ ასპექტებს, ესეც გაცნობის ადგილის მაჩვენებლებია,

ის შეიძლება იყოს მწერალი, ჟურნალისტი (ნებისმიერი სახის საინფორმაციო საშუალება), პუბლიცისტი, ბლოგერი,  ბროკერი, დილერი, კურიერი, ოპერატორი (ტელეფონებთან დაკავშირებული პროფესიები),  მოკლედ, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი, რომელსაც დასჭირდება ინტელექტი, ლოგიკა და კომუნიკაბელურობა.

პრობლემები იწყება უპირველეს ყოვლისა იმით, რომ თქვენ ერთფეროვნებაზე მეტად არაფერი გეჯავრებათ. ერთადერთი გამოსავალი ის არის, იპოვოთ ადამიანი, რომელიც თვითონ იქნება მრავალფეროვანი, მრავალმხრივი და ცვალებადი. ის უნდა იცვლიდეს არა მარტო აზრებს, არამედ გარეგნობასაც, ურთიერთობის სტილსაც. ყოველდღე ახლებურად საინტერესო იყოს, ახალ ამპლუაში,  თავიდან უნდა გიწევდეთ მისი გაცნობა.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია