ცხოვრება, როგორც თავგადასავალი, საიდანაც გამოცდილება უნდა მიიღო.
გრანდიოზული გეგმები, დიადი დაპირებები, ექსპერიმენტებისთვის მუდმივად მზადყოფნა – ეს ხასითის ის შტრიხებია, ამ დიდ ენთუზიასტებს რომ ახასიათებთ.
დაუღალავი და აქტიური ხალხია, სულ იმის მიხვედრას ცდილობენ, რისი გაგებაც შეუძლებელია. ზოგიერთი მათგანი ამას მთელ ცხოვრებას უძღვნის. იოლად პატიობენ საკუთარ თავს შეცდომებს. აქვთ საინტერესო მსოფლხედვა, მომხიბვლელი იდეები, რომელთაც ხშირად დეტალები აკლია.
ყველაფერზე აქვთ მოსაზრება, უყვართ იმაზე ლაპარაკი როგორები არიან. ზოგს მიამიტად და ზედმეტად ოპტიმისტადაც ეჩვენებიან. ყველაზე წყნარი ადამიანებიც კი, ამ ასპექტით, თავს ვერ აარიდებენ ცხოვრებასა და გამოცდილებას.
კარგი იუმორის გრძნობა აქვთ და რაც უნდა ცუდად გრძნობდნენ თავს, ცდილობენ ეს გრძნობა არ დაკარგონ და მიიღონ სიამოვნება იმით, რასაც აკეთებენ. გასათვალისწინებელია იუპიტერის მდგომარეობაც.
ფსიქოლოგიური მახასითებლები – ოპტიმიზმი, იუმორის გრძნობა, კეთილმოსურნეობა.
ფიზიკური თავისებურებები – უმეტეს შემთხვევაში მაღლები ან ძალიან მაღლები არიან, სავსე ნაკვთებით, მომღიმარი პირით, მაღალი შუბლით, თხელი თმით. ათლეტურები არ არიან, თუმცა ძლიერი აღნაგობა აქვთ. ქარიზმას, ენერგიას, შარმს ასხივებენ ირგვლივ.
ინტერესები – ფილოსოფია, რელიგია, იდეოლოგია, მოგზაურობა.
პრიორიტეტები – თვითრეალიზაცია, ავტორიტეტი, სამართლიანობა.
მშვილდოსნის ასცედენტით ცნობილი ადამიანები არიან – ბრედ პიტი(მშვილდოსანი), სკარლეტ იოჰანსონი (მშვილდოსანი), ჯუდი ფოსტერი(მორიელი), ლედი დაიანა (კირჩხიბი), კეტრინ ზეტა ჯონსი (სასწორი), ლედი გაგა (ვერძი), ჯუდ ლო (თხის რქა)….
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია