ასცედენტი მორიელი

0
39297

ცხოვრება, როგორც გამოწვევა, სადაც ყველა კუთხეში მტერია ჩასაფრებული.

მორიელის ასცედენტებს ერთი შეხედვითვე ეტყობათ, ტყუილად რომ არ დაბადებულან ამქვეყნად. გარშემომყოფთ პატივისცემით განაწყობენ და ხშირად აშინებენ კიდეც. შეიძლება წყნარები იყვნენ, შეიძლება ხმაურიანები, მაგრამ ამისდა მიუხედავად,  ყოველთვის მტკიცე და ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

ისინი ან უყვართ ან ძულთ,  ინდიფერენტულს იშვიათად ნახავთ ვინმეს მათ მიმართ, ყურადღება რომ არ მიაქციო, უბრალოდ შეუძლებელია. ეს თავისდაუნებურად  გამოსდით და   თავადაც კი  უკვირთ ასეთ მძაფრ რეაქციებს რომ იღებენ სხვებისგან.

ადამიანებს გამჭოლს ხედავენ, ხაზებს შორის კითხულობენ პასუხებს, რაც ბევრს ძალიან აინტრიგებს, ბევრს კი აშინებს კიდეც. მათთვის მთავარია შიგთავსი, ზედაპირს მნიშვნელობა არ აქვს.

მოსწონთ მარტოდ ყოფნა, აინტერესებთ საიდუმლოებები და პირადულისადმი სიყვარული ლამის პარანოიაში გადაუვიდეთ. ექსპერტები არიან სტრატეგიაში და კარგად აკონტროლებენ სიტუაციას.

ფსიქიკური მახასიათებლები – ზედმეტი სერიოზულობა, მაგნეტიზმი, უკომპრომისობა.

ფიზიკური მახასიათებლები – განსაკუთრებული, მისტიური თვალები აქვთ, სულის სიღრმეში რომ აღწევენ ისეთი, კარგი აღნაგობა, ძლიერი მხრები, კუთხოვანი, კარგად გამოკვეთჲლი ნაკვთები, მუქი,  ხვეული და ხშირი თმა.

მათი ინტერესის სფეროებია: სექსი და ეზოთერიკა.

უმაღლესი ღირებულება – ძალაუფლება.

მორიელის ასცედენტი ცნობილი ადამიანებია – ნიკოლ კიდმანი (ტყუპი), ნაპოლეონ ბონაპარტე (ლომი), ჩარლი ჩაპლინი (ვერძი), ნატალი პორტმანი (ტყუპი), ვანესა პარადისი (მშვილდოსანი), ბიორკი (მორიელი), მეგანი ფოქსი (კურო), ზიგმუნდ ფროიდი (კურო), ფრიდრიხ ნიცშე (სასწორი), ვლადიმერ პუტინი (სასწორი) და სხვები…