ასცედენტი ქალწულში

    0
    31089

     ცხოვრება, როგორც არასრულყოფილება, პრობლემა, რომელიც უნდა გაანალიზო და შეცვალო

    ქალწულების ასცედენტები შედარებით რთული ამოსაცნობია მათი მანერებითა და გარეგნობით და ძალიან არის დამოკიდებული მერკურის (ქალწულის მმართველი პლანეტა), მდებარეობაზე. ზოგადად, თავშეკავებულობითა და გონებამახვილობით გამოირჩევიან. ეს ის მორცხვი ხალხია, რომლებსაც დრო სჭირდებათ ყველაფრის გასაანალიზებლად, ვიდრე ხალხს და სიტუაციას მოერგებოდნენ. ეს ანალიზი კი ხშირ შემთხვევაში კრიტიკულობით გამოირჩევა.

    ძალიან მგრძნობიერეები არიან ნებისმიერი დისკომფორტისა და უწესრიგობის მიმართ, რაც ხშირად პედანტებად აქცევთ.  დიდ ყურადღებას უთმობენ ჯანმრთელობას, ხშირად დაინტერესებულნი არიან ფიზიკური და სულიერი მკურნალობის ისეთი მეთოდებით როგორიცაა იოგა, მაგალითად.  მეწვრილმენეები არიან საკვებთან დაკავშირებითაც, ზოგიერთს კარგი მადა აქვთ, მაგრამ მაინც ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რასაც ჭამენ.

    მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ, შფოთვისკენ, განსაკუთრებით როცა ახალ სიტუაციებს ეჯახებიან პირისპირ. უყვართ წუწუნი.  ისეთ დეტალებსაც კი ამჩნევენ, სხვები რომ ყურადღებას არ აქცევენ.

    უმეტესობას მიდრეკილება აქვთ მოხიბლონ (და თავადაც იხიბლებიან) ადამიანები, რომლებსაც შველა სჭირდებათ და  მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის მოწესრიგებული ადამიანების იმიჯი აქვთ, ურთიერთობებს ვერ აწესრიგებენ პარტნიორთან. შესაძლოა იმიტომ რომ რეალურად ვერ აღიქვემენ მათ.

    ფსიქოლოგიური თავისებურებები – სისუფთავის სიყვარული, დისციპლინა, წესრიგი, ანალიტიკურობა და კრიტიკულობა.

    ფიზიკური თავისებურებები – გაურკვევლი მზერა, ფერმკრთალი კანი, ოვალური სახე, სწორი ცხვირი, სერიოზული და თავდაჭერილია.

    აინტერესებს ზუსტი მეცნიერებები, პროგრამირება.

    უმაღლესი ღირებულება – ცოდნა, ინფორმაცია.

    ცნობილი ქალწულის ასცედენტები  – მადონა (ლომი), უმა თურმანი (კურო), კიანუ რივზი (ქალწული), შერონ სტოუნი (თევზები), კურტ კობეინი( თევზები), ტომ კრუზი (კირჩხიბი), მოცარტი ( მერწყული), აგათა კრისტი( ქალწული), ლეონარ კოჰენი(ქალწული) და სხვები…