ცხოვრება როგორც სპექტაკლი, სადაც თქვენ მთავარ როლში საკუთარი თავი უნდა ითამაშოთ
ლომის ასცედენტით დაბადებული ხალხი ადვილად შესამჩნევია. ისინი განსაკუთრებულ ენერგიას და მიმზიდველობას ასხივებენ, რომლითაც იოლად ექცევიან ყურადღების ცენტრში. შესაძლოა იმიტომ რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ გარეგნობას, (განსაკუთრებით თმებს!); ან კიდევ მათი მეფური მანერები იმსახურებენ საზოგადოების ინტერესს.
ისინი ძალიან თავდაჯერებულები არიან და კარგადაც ფლობენ საკუთარ თავს და სხეულს. მათ ძალიან კარგად იციან, თუ რატომ ჩნდება მათ ცხოვრებაში ესა თუ ის ადამიანი. რეალურად ამ ხალხს კარგად აქვს გაცნობიერებული რომ ,,ფონი“ – ის გარემოცვა, ის ხალხი, რომელიც მათ ირგვლივ ტრიალებს და ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, ქმნიან მათ იმიჯს. ხშირად, ლეო ასცედენტები საკუთარ სახლშიც კი ისე იქცევიან, თითქოს სცენაზე იდგნენ.
ახასიათებთ წინდაუხედავი გადაწყვეტილებების მიღება, ფხუკიანობა და ექსცესები. იდეალისტები არიან. საოცარი სურვილი აქვთ იყვნენ სულ მოვლენების ეპიცენტრში, იცოდნენ, რა ხდება და შეიძლება ეს სულაც იმას ნიშნავდეს, რომ სურს დარწმუნებული იყოს, რომ ადამიანები რომლებიც მისთვის ძვირფასია კარგად არიან. ისინი კარგი მენეჯერები არიან პროფესიით თუ ხასიათით.
გაზვიადება ახასიათებთ ყველაფრის, საკუთარი თავიდან დაწყებული. გადამეტების გამო ხშირად გულის პრობლემები აქვთ. სიახლეებს ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით იღებენ. მოსიარულე რეკლამები არიან, კარგად ეხერხებათ პრომოუშენი.
დამაჯერებელი, დიდებული ჟესტიკულაცია ახასიათებთ. დრამა ამ არსებების მოგონილია. ხშირად ისე იტაცებთ თხრობა, ფაქტებს ყურადღებას აღარ აქცევენ. უჩვეულო სურვილი აქვთ იყვნენ გაღმერთებულნი.
ძლიერი ფიზიკური აგებულება აქვთ. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ თავიანთ გარეგნობასა და მანერებს. ირჩევენ ახალგაზრდულ ვარცხნილობასა და ტანისამოსს…მბრძანებლური და ძლიერი მანერები აქვთ.
რამდენი წლისაც არ უნდა იყვნენ, გულით ბავშვებად რჩებიან. ცნობისმოყვარეები, დროსტარების მოყვარულები და თბილები, კეთილები, ენერგიულები.
ბუნებით ხელოვანი ადამიანები მიდრეკილნი არიან მუსიკისკენ, მსახიობობისკენ…ადვილად ბრაზდებიან, და ცხელ გულზე ვერ აკონტროლებენ, რას ამბობენ. მტერს არ ვურჩევ მათთვის ხალხში შენიშვნის მიცემას.
რამდენად სულგრძლები იქნებიან ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ნიშანში და რომელ სახლში დგას მზე. ეს იმიტომ, რომ ლომის მმართველი მზეა. ასე რომ, ლომის ასცედენტი სასწორი ისეთი ძლიერი ვერ იქნება, როგორიც ლომის ასცედენტი ვერძი, მაგრამ მიუხედავად მზის მდებარეობისა, ყოველი მათგანი მაინც ოპტიმისტი და თავდაჯერებულია.
სულ იწვიან, სულ უნდათ რომ რაღაც ხდებოდეს მათ ირგვლივ და ალიაქოთს ქმნიან.
ფსიქოლოგიური მახასიათებლები – გულმხურვალე, სიცოცხლისმოყვარე, თავდაჯერებული, თავმოყვარე და პატივმოყვარე. კარგად გამოხატული ინდივიდუალურობითა და მანერებით.
ფიზიკური თავისებურებები – კეთილშობილური გარეგნობა აქვს, მეფური, ძლიერი ნაკვთები, ფართო შუბლი, შესანიშნავი თმები, ხშირად ქერები და მწითურები გვხვდებიან, თუმცა ეს მზის ნიშანზეა დამოკიდებული. ფართო ცხვირი, ტანი – ჰარმონიული პროპორციებით, გრძელი ფეხები. უყვართ ნარინჯისფერი, ყვითელი და მკვეთრი ფერები, მაგრამ რაც არ უნდა ეცვათ, ყოველთვის უმაღლესი ხარისხის აცვიათ, რამდენადაც ამის საშუალებას მათი სოციალური მდგომარეობა აძლევთ.
უმთავრესი ღირებულებები – თვითრეალიზაცია, ავტორიტეტი, ბავშვები.
ცნობილი ლომის ასცედენტები – მერლინ მონრო ( ტყუპები), ჯონი დეპი (ტყუპები), ჯასტინ ტიმბერლეიკი (მერწყული), ჯესიკა ალბა (კურო), პაბლო პიკასო (მორიელი), ფრედი მერკური (ქალწული), მერლინ მენსონი (თხის რქა), ალფრედ ჰიჩკოკი (ლომი), ფრიდა კალო (კირჩხიბი), ინდირა განდი (მორიელი) და სხვები.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია