ასცედენტი კირჩხიბში

0
29107

ცხოვრება როგორც საფრთხე, რომლისგანაც თავის დაცვისთვის მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყო

კირჩხიბის ასცედენტები უწყინარი ტიპაჟები არიან. გაცნობისთანევე გეჩვენება რომ უკვე დიდი ხანია იცნობ, ხმაურით არასოდეს შემოდიან ოთახში და  კუთხეში სხდებიან თავისთვის.   ძალიან მგრძნობიარე, მზრუნველი და  ყურადღებიანი ხალხია.

ცვლილებების დროს პირველი ინსტიქტი რაც უჩნდებათ, თავდაცვის ინსტიქტია, საკუთარი თავის წარმოჩენა თუ უწევთ მორცხვობენ  და უკან იხევენ. რამდენადაც ძალიან საყვარლები და გულუბრყვილოები გვეჩვენებიან, იმდენად სადა და მორიდებული, რთულად მისაღწევები არიან ხოლმე.

კირჩხიბის ასცედენტებს დესცედენტი თხის რქაში ყავთ და შესაბამისად პარტნიორულ ურთიერთობებში  უსაფრთხოებას და დაცულობას ეძებენ. ეს ადამიანები ყველაზე კარგად მაშინ გრძნობენ თავს თუ ძლიერი, ფინანსურად და ემოციურად სტაბილური პარტნიორი ჰყავთ, რომლებმაც იციან რა როგორ ქნან. უყვართ წესებით განსაზღვრული ურთიერთობები. უსაფრთხოება იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის შეიძლება ამისთვის თავისუფლებაც დათმონ. მთავარი მათთვის ქორწინებაა და ოჯახში პრაქტიკული და პროზაულები არიან.

ფსიქოლოგიური მახასიათებლები – ლაპარაკობს ბევრს, განსაკუთრებით თავის გრძნობებზე, ჭირვეული და ცვალებადია, კარგად შეუძლია თანაგრძნობა და არის მგრძნობიარე. ჯიუტია, ადვილად ღიზიანდება და ცუდ ხასიათზე როცაა, შეიძლება რამე გესროლოთ.

ფიზიკური თავისებურებები – მრგვალი სახე და ნაკვთები, მეჩხერი კბილები, ფართო მკერდი,  გადაბმული წარბები და წყლიანი თვალები. თმები მუქი და თხელი, ან მეჩხერი აქვთ, ცხვირი პატარა. კანი შესანიშნავი.  თუმცა ყველაფერი მაინც მთვარის ასპექტებზეა დამოკიდებული.

ინტერესები – მუსიკა, კინო, თეატრი, პოეზია.

პრიორიტეტი – ოჯახი, სახლი, ტრადიციები, პატრიოტიზმი.

კირჩხიბის ასცედენტი ცნობილი ადამიანები არიან: ლივ ტაილერი (კირჩხიბი), ჟულიეტ ბინოში (თევზები), კამერონ დიასი(ქალწული),  ჯულია რობერტსი ( მორიელი), მილა იოვოვიჩი(მშვილდოსანი),  რობერტ პატინსონი (კურო),  ბენ აფლეკი (ლომი),  და  ანჯელინა ჯოლი(ტყუპები) ვენერის შეერთებით ასცედენტთან (ვენერის შეერთებით ასცედენტთან ძალიან ლამაზი ადამიანები იბადებიან, როგორც წესი) და სხვები…

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია