ასცედენტი ტყუპებში

0
22844

ცხოვრება, როგორც სკოლა, სადაც ბევრ რამეს სწავლობ

ტყუპების ასცედენტი ადამიანები სამყაროს ისე აღიქვამენ, როგორც საგანს რომელიც უნდა ისწავლონ. ყველა და ყველაფერი აინტერესებთ. თითქოს მშვილდოსნებს გვანან, არა? თითქოს! მაგრამ მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა, როცა მშვილდოსანი გონებრივი თვალსაწიერის გაფართოებას ცდილობს, ტყუპებს მხოლოდ სოციალური წრის გაზრდა აინტერესებთ.

გიჟებიან შეკითხვების დასმაზე, უყვართ აქეთ იქეთ სიარული და საზოგადოებაში არიან გათქვეფილები. არ უყვართ განრიგი, მოუსვენარი ხასიათი აქვთ, მოუთმენლები არიან, ჰაერივით ისრუტავენ ინფორმაციას და უყვართ ცოდნის გაზიარება. კარგი მოლაპარაკეები, ნიჭიერები, მარჯვეები, ხშირად  შესანიშნავ აღმზრდელებად, მასწავლებლებად და მწერლებად გვევლინებიან.  რამდენიმე საქმის ერთად კეთება შეუძლიათ ისე, რომ გეგონება არცერთს არ უთმობენ საკმარის ყურადღებასო და ამავდროულად პირიქითაც, შეიძლება გეჩვენებოდეს, რომ გადასარევად  იგებენ, მაგრამ სინამდვილეში არც გისმენდნენ.

ორი ტიპია ტყუპის ასცედენტის: პირველი – ცოცხალი, ცვალებადი, ენაწყლიანი, მარჯვე და ცოტა ახირებული. ძალიან საინტერესო და მხიარული არსებები არიან. გამუდმებით რაღაცას ხსნიან საკუთარი ქცევიდან და აზრიდან დაწყებული მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემებით დამთავრებული. და მეორე – უფრო თავდაჭერილი და მშვიდი, ინტელექტუალის ქცევებით. ესენიც გონებამახვილები და ჭკვიანები არიან, მაგრამ ნაკლებად მხიარულები და ცვალებადები ჩანან. თუმცა მიუხედვად ტიპისა, მაინც სამყაროს გაანალიზებისა და აზრის პოვნისთვის არიან დაბადებული. მათი გონება სულ მუდამ სადღაც დაჰქრის და რაღაცას განიხილავს, ძალიან დაკვირვებულები არიან და ყოველთვის ყველაფერზე აქვთ რაიმე გონებამახვილური კომენტარი.

უცნაური ბავშვები არიან, ინტელექტუალი და ცნობისმოყვარე, თუმცა ხშირად გულითადობა და სიბეჯითე აკლიათ, უჭირთ ერთ რამეზე კონცერტრირება, რაც მათ ზედაპირულობას განაპირობებს. შეიძლება იქცნენ ,,არაფრის ოსტატებად“, დილეტანტებად. ყველაფერი იცოდნენ და არაფერი ბოლომდე.

ურთიერთობებში თავისუფლებასა და სივრცეს ეძებენ. გიჟდებიან ინტელექტუალურ დებატებსა და იდეების გაცვლა-გამოცვლაზე. როცა ვინმეს აღმერთებენ, ხშირად ემსგავსებიან მათ.

ფსიქოლოგიური მახასიათებლები – მოძრავი და მოუსვენარი, კომუნიკაბელური, კონტაქტური, იცნობენ უამრავ ადამიანს.

ფიზიკურად გამხდრები და კოხტები არიან. გრძელი კიდურები აქვთ.   სწრაფად მოძრაობენ, მოქნილები და მკვირცხლები არიან. ცოცხალი მიმიკა და აქტიური ჟესტიკულაცია ახასიათებთ. ხშირად მარჯვენა პროფილი მარცხენისგან განსხვავდება. რაც შეეხება მათ იმიჯს, მათი ქამელეონი მერკურის გადამკიდე, ცხვირსახოცივით იცვლიან, მათი იმჟამინდელი გატაცებებისა და ინტერესებისდა მიხედვით. ყვითელი და ვერცხლისფერი უყვართ.

ინტერესები – განათლება და კომუნიკაცია.

პრიორიტეტები – ცოდნა, ინფორმაცია, ურთიერთობები.

ცნობილი ტყუპის ასცედენტები – სანდრა ბალოკი (მზით ლომი), ემი ვაინჰაუსი (ქალწული), რომი შნაიდერი( ქალწული), ლინდსი ლოჰანი( კირჩხიბი), ეშტონ კატჩერი ( მერწყული), რიკი მარტინი ( თხის რქა), ლაიონელ მესი( ტყუპები)….

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია