ცხოვრება, როგორც სიამოვნება, რომლითაც უბრალოდ უნდა დატკბე.
ზანტი, დინჯი, გაწონასწორებული – აი, დაახლოებით ასე აღწერენ კუროს ასცედენტ ადამიანებს. ამტანები არიან და უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგია აქვთ. ხშირად ლოიალურები არიან მათ მიმართ, ვინც უყვართ და სტაბილურობას ასხივებენ ირგვლივ.
ასცედენტის ნიშანი ყველაზე კარგად ვლინდება იმაში, თუ როგორ იწყებს ადამიანი რამეს. კუროს ასცედენტის მქონე ადამიანები ცვლილებების მიმართ მთლად კეთილგანწყობილები არ არიან. რთულია მათი შენს ჭკუაზე გადმოყვანა და მართვა, ისე ჯიუტად, უდრეკად არიან მიჯაჭვულები თავიან გზას. გარემოს გრძნობების მეშვეობით აღიქვამენ, ოღონდაც თევზებივით მეექვსე გრძნობით კი არა, დანარჩენი ხუთით. მატერიალური სამყაროს შესანიშნავი ყნოსვა აქვთ. პრაქტიკულები, ფრთხილები და წინდახედულები არიან. არ უყვართ რისკი. ჭირდებათ გარანტია, სანამ რაიმე ახალს მიიღებენ. წინასწარ უნდა ხედავდეს სარგებელს, და კომპენსაციით ყველაფერს გააკეთებინებ.
მათთვის მთავარი ,,კარგი ცხოვრებაა“ და ფუფუნების სიყვარული სისუსტედ შეიძლება ჩავუთვალოთ. ურთიერთობის გაწყვეტა უჭირთ და მესაკუთრეები არიან, თუმცა ეჭვიანები ნაკლებად. ხშირად პარტნიორებზე ისე ლაპარაკობენ როგორც პირად საკუთრებაზე. ძალა და ლოიალობა – აი, რა არის კუროს ასცედენტთათვის მთავარი. აფასებენ ჰარმონიას და სიმშვიდეს.
არტისტული ბუნებაც შეიძლება ქონდეთ, აქვთ ქარიზმა და შეიძლება მუსიკოსები ან მსახიობები გახდნენ. აქვთ მშვენიერი გემოვნება, რაც მათ სახლებსა და მანქანებზე აისახება ხოლმე.
მათთან თავს დაცულად იგრძნობ, რადგან თავაზიანები, მშვიდები და სტაბილურები არიან, აქვთ კარგი მანერები და არასოდეს ცდილობენ თავისი აზრი მოახვიონ სხვებს. უზარმაზარი შინაგანი ჰარმონია გააჩნიათ, რაც ასე მომხიბვლელია. იშვიათად მაგრამ მაინც გამოერევთ ხოლმე, მორცხვი, უხეში და არასოციალური ადამიანები. შეიძლება სასოწარკვეთილებამდე განიცდიდნენ ახალგაზრდობის დაკარგვას.
ფიზიკური თავისებურებები – მომხიბლავები არიან… ჰარმონიული, თხელი ნაკვთები, მგრძნობიარე ტუჩები, მსხვილი ან რაიმეთი განსაკუთრებული კისერი აქვთ, მხრები ოდნავ ჩამოყრილი… აქვთ უზარმაზარი შინაგანი შარმი, ღრმა თვალები, ნაზი გამოხედვით. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ გამოიყურებიან, ჩაცმულობას კი განსაკუთრებით. კომფორტული ტანსაცმელი უყვართ, მაგრამ ყოველთვის კარგად იცვამენ, თუმცა მათ ჩაცმულობას კლასიკურს ვერ დაარქმევ, უფრო ელეგანტური, ექსტრავაგანტული შეიძლება ვუწოდოთ. უყვართ მწვანე და ყავისფერი. აქვთ სასიამოვნო ხმა.
ინტერესები – სიყვარული, სექსი და ძვირფასი ნივთები
ღირებულებები – მატერიალური კეთილდღეობა, სიყვარული, სილამაზე და სტაბილურობა.
ცნობილი კუროს ასცედენტები – მელანი გრიფიტი, მერაია ქერი, ვივიენ ლი, ლაიზა მინელი, დავიდ ბექჰემი, ზინედინ ზიდანი, მაიკლ ჯორდანი, ჩეგევარა, კარლოს კასტენადა, პაულო კოელო, პედრო ალმადოვარი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია