ცხოვრება, როგორც ილუზია, რომელიც ისეთია, როგორსაც წარმოიდგენ
,,მიჰყევი დინებას“ -ეს ფრაზა თევზების დევიზია და მათი ასცედენტებისაც, თუ პირადი რუკაზე სხვა ასპექტებიც ხელს უწყობს. მიმართულებადაკარგული ხალხია, უმეტესობა ხელოვანი და მშვიდობისმოყვარე… გარშემომყოფები დაზუსტებით ვერასოდეს გეტყვიან როგორები იქნებიან ისინი ხვალ – ერთ დღეს რომ მორცხვები და წყნარები არიან, მეორე დღეს მგზნებარე და მოლაპარაკე არსებებად გადაიქცევიან. ისეთად აღიქვამენ სამყაროს, როგორიც სურთ რომ იყოს. ყველაფერი განწყობილებაზეა დამოკიდებული. ობიექტურობა, ეს მათი სტილი არ არის. არც გადაწყვეტილების მიღებაზე გიჟდებიან.
მათ ცვალებადი ხასიათი აქვთ. ვერ იტანენ, როცა მათგან მოითხოვენ მტკიცე პასუხსა თუ გადაწყვეტილებებს. თვალს ვერ უსწორებენ და თავს არიდებენ სასტიკ რეალობას. არ აქვთ გეგმები, ურჩევნიათ ყველაფრის ღიად დატოვება. მათი ცვალებადი ბუნება, სტრუქტურითა და გეგმებით ვერ იზღუდავს თავს.
თავი ღრუბლებში აქვთ, როცა გგონია რომ ყურადღებას გაქცევს, მაინც ცხადად ეტყობა რომ სადღაც ოცნებებშია. აქვთ შესანიშნავი ინტუიცია.
ეძებენ მტკიცე და გამძლე ურთიერთობებს. სჭირდებათ პრაქტიკული და რეალისტი პარტნიორები, რომლებიც მათ მაგივრად გააკეთებენ ყველაფერს და მიაქცევენ ისეთ დეტალებს ყურადღებას, რომელზე საფიქრალად თავად დრო არ რჩებათ.
პრობლემებს იმდენად გაურბიან ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკებისკენ მიდრეკილებამაც შეიძლება იჩინოს თავი. ფიზიკურადაც სუსტების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ძალიან დიდი შარმი და ინტრიგაა მათში, რაც ბევრს მოსწონს.
ფსიქოლოგიური თავისებურებები- მეოცნებეობა, ხან კეთილგანწყობას გამოხატავს, ხან კიდევ სრულ იგნორიებას უკეთებს ერთსა და იმავე ადამიანებს.
ფიზიკური თავისებურებები- ეს ის ნიშანია, სულ სხვადასხვანაირად რომ შეუძლია გამოიყურებოდეს, მომხიბლავები არიან, თვალები ხან ფართო და მგზნებარე აქვთ, ხანაც ვიწრო და მშვიდი, მაგრამ როგორებიც არ უნდა ჰქონდეთ, მაინც მისტიურობითა და იდუმალებით გამოარჩევთ. პატარა ლამაზი ხელები და ფეხები აქვთ. მათი გარეგნობის რომელიმე კლასიფიკაციაში მოქცევა შეუძლებელია, მაგრამ ერთი სიტყვა რომ შეიძლებოდეს დასახასიათებლად- მისტიურობა იქნებოდა.
ინტერესები – ხელოვნება, ფსიქოლოგია, რელიგია, ექსტრასენსორიკა…
უმაღლესი ღირებულება – სულიერება