ცხოვრება, როგორც ექსპერიმენტი, ვნახოთ, რა გამოვა
ცნობისმოყვარეები, ყველაფერში გათვითცნობიერებულები, ინტელექტუალები, უნიკალურები და ორიგინალურები არიან. ხშირად იძლევიან რჩევებს. ტოვებენ ცოტა უცნაურის, ახირებულის, ექსტრავაგანტული ტიპის შთაბეჭდილებას. ექსცენტრიკული იმიჯი აქვსთ. ყურადღება იქცევენ თავიანთ განსაკუთრებულობით. ეს ინდივიდები, ნამდვილად ინდივიდები არიან და ამის დავიწყების საშუალებას არ მოგცემენ.
ძალიან რთულია მათი გაოცება. ყველაფერი გამოცდილი აქვთ, ან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უნდათ გეგონოთ, რომ გამოცდილი აქვთ, თვითონ კი გიჟდებიან სხვების გაოცებაზე. არ არიან თვალისმომჭრელი და ელვარე ტიპები ბუნებით, მაგრამ უყვართ თავის სხვებზე მაღლა დაყენება. შეიძლება პროვოკატორები და უზრდელებიც გამოერიონ მათ შორის, მაგრამ უმეტესობა მაინც მეგობრული და საყვარელია. ადამიანებს თავისუფლებასაც აძლევენ – დათანხმების თავისუფლებას და რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს შეიძლება ცოტა განდეგილებიც შეგვხვდეს მათ შორის, მიუხედავად კაცთმოყვარე და კეთილი ბუნებისა.
ითვლებიან დამოუკიდებელ და ორიგინალურ ბავშვებად, ხშირად გრძნობენ თავს განსხვავებულებად და განსაკუთრებულებად.
ასცედენტი ხშირად ამჟღავნებს თავის თავს მენერულობაში და კაბის არჩევაშიც კი, ეს ხომ იმას აჩვენებს თუ როგორ წარუდგებიან ნიშნები სამყაროს. მერწულები ამ მხრივაც ორიგინალურობენ – თვალში კი არ გაგეჩხირებიან, მაგრამ მაინც თავიანთ განსაკუთრებულობის გამოხატვას ახერხებენ.
ისე პროგრესულები და ღიები ჩანან სიახლეებისადმი, აუცილებლად გაოცდებით როცა მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ საშინლად ჯიუტები და უდრეკები არიან. მერწყული ფიქსირებული ნიშანია. ასე რომ ცოტა მოუქნელობასა და საკუთარი აზრის სხვებისთვის თავს მოხვევის მცდელობაშიც შეიძლება გამოიჭიროთ.
ვინაიდან დესცედენტი ლომში ჰყავთ, მოსწონთ თავდაჯერებული და ვნებიანი პარტნიორები.
ფსიქოლოგიური თავისებურებები – მეგობრულობა, ახალი იდეებისადმი ღიაობა, სარკასტულობა და მოუთმენლობა სხვის ნაკლოვანებებთან მიმართებაში.
ფიზიკური თავისებურებები – გამხდრები არიან, უჩვეულო ვარცხნილობა აქვთ და სახის სერიოზულ გამომეტყველაბაზე ცოცხალი თვალები – ჭინკები რომ უთამაშებთ შიგნით და სულ რაღაც გიჟურის ძიებაში არიან. ექსცენტრიკული და სერიოზული შესახედაობაც შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ როგორიც არ უნდა იყვნენ აუცილებლად გამოავლენენ ორიგინალურობასა და სიხალისეს.
ინტერესები – მეცნიერება, ავიაცია, კოსმონავტიკა, ახალი ტექნოლოგიები, გამომგონებლობა, რეფორმები, რევოლუცია, ასტროლოგია… ყველაფერი რაც კაცობრიობის პროგრესს ეხება.
უმაღლესი ღირებულება – თავისუფლება, დამოუკიდებლობა.
მერწყულის ასცედენტით დაბადებული ცნობილი ადამიანები – ბარაკ ობამა(ლომი), კრისტინა აგილერა (მშვილდოსანი), ორლანდო ბლუმი (თხის რქა), ოდრი ჰეპბერნი (თევზები), ჯენის ჯოპლინი(თხის რქა), ივ სენ ლორანი(ლომი), ადელე (კურო), იური გაგარინი( თევზები) და სხვები…
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია