ცხოვრება, როგორც კიბე, სადაც ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის.
თხის რქის ასცედენტი სერიოზულ იმიჯს აძლევს ადამიანს – რომ ხუმრობდეს, მაინც უემოციო ვარიანტი იქნება. იუმორის გრძნობა კი აქვთ, მაგრამ არასოდეს ხითხითებენ, სანამ ანეგდოტი დამთავრდება.
კომპეტენტური ხალხია. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმიჯს – საკუთარ თავს ჩაცმულობასა და მანერებში გამოხატავენ. უნდათ რომ წარმატებულები გამოჩნდნენ და არიან კიდეც.
ისინი ბავშვობიდანვე პასუხისმგებლიანი ბავშვის იმიჯით სარგებლობენ და სულ უფროსები არიან ოჯახში. ბეჯითები და დამოუკიდებლები, ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელსაც თამამად შეგიძლია დაეყრდნო. თუმცა ამ ,,მაგარი ტიპის“ მიღმა სხვებს არ შეუძლიათ დაინახონ ის კითხვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად უსვამენ საკუთარ თავს- ,,ნუთუ ეს საკმარისია? ამას ვიმსახურებ? ნეტავ, როგორ უნდა გავაკეთო უკეთ?“.. ისინი ძალიან ბევრს ფიქრობენ მომავალზე.
ზოგს შეიძლება მოეჩვენოს რომ იღბლიანები არიან, იმიტომ რომ წარმატებას იოლად აღწევენ, თუმცა ეს ასე არ არის. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ და ძალიან დიდი მოთმინება აქვთ. ხანდახან საკუთარ თავსაც უარყოფენ, ებრძვიან საკუთარ ნაკლოვანებებს, თავს არიდებენ ქარაფშუტობას და ნებისმიერ ფასად ქმნიან თავიანთ იმიჯს.
მათი ისტორიები წარმატების ისტორიებია. ხშირად რთული ბავშვობა აქვთ, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მოთმინებით მიიწევენ მიზნისკენ.
ფსიქოლოგიური თავისებურებები – პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, წუწუნისკენ მიდრეკილება.
ფიზიკური თავისებურებები – მშრალი, ასკეტური, სახის მკვეთრი ნაკვთები, მოყვითალო კანი, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ძვალმსხვილი. ახალგაზრდულ ასაკში იმაზე დიდი გეგონება ვიდრე არის, ასაკში კი იმაზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე არის – ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდავდება.
ინტერესები -კარიერა, სოციალური სტატუსი, რეპუტაცია
პრიორიტეტები და ღირებულებები – კანონი, დისციპლინა, წესრიგი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია