ასცედენტი  ვერძში

0
22922

ცხოვრება, როგორც ომი, სადაც წაგება დამარცხებას არ ნიშნავს.

ვერძის ასცედენტები პირდაპირები და სწრაფები არიან. ჯერ აკეთებენ და მერე ფიქრობენ. არ აქვთ კონკრეტული გეგმები, რამე უნდათ? მიდიან და იღებენ. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ერთვებიან ჩხუბსა თუ კამათში. აქტიურები არიან და ხანდახან აგრესიულები.

არიან მიზანსწრაფულები და აზარტულები, ისწრაფვიან ლიდერობისაკენ და შეჯიბრი სულში აქვთ გამჯდარი. სწრაფად დადიან, სწრაფად ლაპარაკობენ, ვერ იტანენ მერყეობას.

გიჟებიან ექშენზე, ხშირად განგებ ქმნიან ალიაქოთს. ისინი არიან კარგი ინიციატორები, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა ისე ადვილად არ გამოდით, თუკი მარსი კუროში ან მორიელში არ ჰყავთ.

ბავშვობიდანვე ,,დამოუკიდებელი ბავშვის“ ტიპაჟები არიან და მოზრდილებიც ხშირად რჩებიან ამ როლში.  არასოდეს გაგიჩნდებათ სურვილი მიხვიდეთ და მიეხმაროთ, იმიტომ რომ მშვენივრად აკეთებენ ყველაფერს თავადაც. თავდაჯერებულები არიან და თავდაჯერების საფუძველი მათი გამოცდილებაა. თუმცა ამ უხეში და დამოუკიდებელი იმიჯის მიუხედავად, ძალიან მიჯაჭვულები არიან იმ ადამიანებზე, ვინც მათთვის ძვირფასია.

ფსიქოლოგიური მახასიათებლები – აქტიურობა, ინიციატორობა, პირველობისკენ სწრაფვა, თავდაჯერებულობა.

ფიზიკური მახასიათებლები – მკვეთრი, კუთხოვანი სახის ნაკვთები, გამოკვეთილი ნიკაპი,  ცხვირი და პირი, შთამბეჭდავი, იდუმალი, ხშირად შორი შორს ჩასმული თვალები, მაღალი შუბლი და ხშირი, წინ წამოწეული, მორკალული წარბები. სწრაფად და ოდნავ თავწახრილი დადიან.  აწუხებთ თავი და თვალები, ხშირად თავზე ბევრი შრამები აქვთ.  შეიძლება გამონაყარი და აკნეც ჰქონდეთ სახესა თუ მხრებზე. განიერი მხრები და მოხდენილი ფეხები აქვთ, პატარა და ლამაზი ხელები. თმები უმეტესად წითური…ხშირად იღიმებიან და ახალგაზრდულ შარმს ინარჩუნებენ ცხოვრების ბოლომდე. თუმცა ამავდროულად ცოტა უხეში და თავხედიც კი შეიძლება მოგვეჩვენოს..

ინტერესის სფეროები – სპორტი, ტექნიკა, იარაღი, სექსი.

უმთავრესი ღირებულება – გამარჯვება და ფიზიკური უპირატესობა.

ცნობილი ვერძის ასცედენტები – შაკირა, ჯონ ლენონი, იზაბელ აჯანი, ჰიტ ლეჯერი, ჯარედ ლეტო, ბარბარა სტრეიზანდი, ჯო კოკერი…

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია