ვენერა თხის რქაში

0
31078

ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან  ურთიერთობას  განსაზღვრავს.

როდესაც იგი თხის რქის ზოდიაქოში ხვდება, ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს გრძნობებში დიდ სერიოზულობას აძლევს. სიყვარული თქვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ შეყვარება გიჭირთ, გრძნობების გამოხატვაშიც თავდაჭერილი ხართ და თუ შეიყვარეთ შემდეგ თქვენი არჩევანის ერთგული ძალიან დიდხანს რჩებით.

საწინააღმდეგო სქესზე შთაბეჭდილების მოხდენას კომპეტენტურობით, მიზანდასახულობით, თავდაჭერილობით ცდილობთ. მოგწონთ პრონოზირებადი, კარგად დაგეგმილი ურთიერთობები, სერიოზული, ჭკუადამჯდარი ადამიანები და ამიტომ ხშირად ასაკით უფროსი პარტნიორებისკენ მიგიწევთ გული.

ცოტა მარტოსულის რეპუტაციაც შეიძლება გქონდეთ, ცივის და უკარებას. მორცხვობთ, ფრთხილობთ. კომპლექსების ბუკეტი ხართ, მაგრამ თავი ძალიან ამაყად გიჭირავთ. ჩარჩოებში ხართ მოქცეული. გამუდმებით რაღაც შეზღუდვებს უწესებთ საკუთარ თავს. ძალიან ერთგული ხართ… მაშინაც კი როცა მას არ უყვარხართ… მაშინაც კი როცა თავადაც აღარ გიყვართ.

სიყვარული ძალიან ხშირად გაყენებთ ტკივილს, რადგან გაქვთ განცდა, თითქოს არ იმსახურებთ სიყვარულს. არ ენდობით. უარყოფის გეშინიათ. ემოციური სტაბილურობა რომ აღიდგინოთ, იზოლაცია გჭირდებათ.

გაქვთ თქვენი მორალური კოდექსი. ცოტა კონსერვატიულიც ხართ და პარტნიორული ურთიერთობების საკითხში ძველმოდური. საკუთარი გრძნობების შესახებ არავის უყვებით. იმისთვის რომ ოჯახი შექმნათ მყარი მატერიალური ბაზისი გჭირდებათ, ამიტომ მანამდე საფუძველს ქმნით, აგროვებთ. არის შანსი რომ ანგარებითაც დაქორწინდეთ – ფულზე ან სტატუსზე. ხშირია იმედგაცრუება.

ამ მაჩვენებლის მქონე ქალები ცხოვრებაში ძალიან ბევრს იღებენ საკუთარ თავზე. უჭირთ მოდუნება. ვერ ირგებენ ცხოვრებას. მთელი პასუხისმგებლობის სიმძიმეს საკუთარი მხრებით ატარებენ. თავდაჯერება აკლიათ და სიამაყე სიყვარულში თვითგამოხატვის საშუალებას არ აძლევთ. არ უყვართ ბევრი ლაპარაკი. ახალგაზრდობაში იმაზე მეტი ასაკი ეტყობათ ვიდრე არიან და ასაკში კიდევ ბევრად ახალგაზრდულად და მოხდენილად გამოიყურებიან.

რაც შეეხება კაცებს, თუკი ვინმე შეუყვარდათ, ნებისმიერ რამეზე წავლენ მის მოსაპოვებლად. ,,არ არსებობს მოუხელთებელი ქალი, არსებობს მოუხერხებელი მამაკაცი“ – ეს მისი ფილოსოფიაა. თვითონ თავს მოხერხებულად მიიჩნევს და არის კიდეც. მოსწონს სერიოზული, საქმიანი, მასზე ასაკით, ან სოციალური სტატუსით უფროსი ქალები.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია