ურანი მშვილდოსანში

0
14286

ურანი კოლექტიური პლანეტაა, იგი საკმაოდ დიდხანს რჩება ერთ ნიშანში და ამიტომ მთელ თაობაზე მოქმედებს, პიროვნულ დონეზე მხოლოდ მაშინ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როდესაც რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან (მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან, მარსთან, მერკურთან ქმნის ასპექტს). უფრო საყურადღებოა მისი სახლებში მდებარეობაც, თუმცა რამდენიმე სიტყვით ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით ინტერპრეტაციასაც შემოგთავაზებთ:

თქვენ იდეალისტი თაობის წარმომადგენელი ხართ, განსხვავებული  ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანების თაობის, რომლებსაც რწმენისთვის სჭირდებათ არგუმენტები. თქვენი უმთავრესი ღირებულება სამართლიანობაა. თქვენ ახალი მორალის შექმნა გსურთ. გამუდმებით საკუთარ გზას ეძებთ, ორიგინალური შეხედულებები გაქვთ. საინტერესოდ ახდენთ სხვადასხვა კულტურების და ანტაგონისტური იდეების  სინთეზს.

გაქვთ პოტენციალი შექმნათ ადამიანის განვითარების (რელიგიური, ფილოსოფიური, საგანმანათლებლო კუთხით) სრულიად ახლებური ხედვა და ამ სფეროში რევოლუცია მოახდინოთ, თუმცა დაბალი განვითარების შემთხვევაში, ან უარყოფითი ასპექტებისას შესაძლოა, პირიქით, პრობლემები გქონდეთ, გამუდმებით ისჯებოდეთ კანონების, რწმენის თუ იდეალების უპატივცემულობისთვის. თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა ქაოტურობა და არათანმიმდევრულობაა, არასტაბილურობა. საზღვარგარეთ მოგზაურობისას, უცხოელებთან ურთიერთობისას შესაძლოა თქვენი მსოფლხედველობის მოულოდნელი გარდაქმნა მოხდეს.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია