ურანი კოლექტიური პლანეტაა, იგი საკმაოდ დიდხანს რჩება ერთ ნიშანში და ამიტომ მთელ თაობაზე მოქმედებს. პიროვნულ დონეზე მხოლოდ მაშინ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როდესაც რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან (მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან, მარსთან, მერკურთან ქმნის ასპექტს). უფრო საყურადღებოა მისი სახლებში მდებარეობაც, თუმცა რამდენიმე სიტყვით ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით ინტერპრეტაციასაც შემოგთავაზებთ:
თქვენ ხართ თაობა, რომელიც ბევრი ლაპარაკის გარეშე, თუმცა ემოციურ დონეზე ძალიან მგზნებარედ იბრძვის თავისი იდეებისა და გარდაქმნებისთვის. მზად ხართ უარი თქვათ ყველაფერ ძველზე, გაანადგუროთ ბოლომდე, რომ ახალი ააშენოთ, თანაც ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელად და სწრაფად ხდება – თანდათანობით ცვლილებებს გადატრიალებას არჩევთ. მთლიანად რეფორმებზე ხართ ორიენტირებული. მუდმივ განახლებაზე. უარყოფით გამოვლინებაში დესტრუქციული და სრულიად უკონტროლო შეიძლება გახდეთ, დაკარგოთ ზომიერების გრძნობა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დანაშაულებრივ ქმედებებში, სისასტიკეში გადაგეზარდოთ. გაქვთ შესანიშნავი, მყისიერი რეაქციები. კარგი ინტუიცია და მოვლენების თუ ადამიანების სიღრმეში წვდომის უნარი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია