ურანი სასწორში

0
5259

ურანი კოლექტიური პლანეტაა, იგი საკმაოდ დიდხანს რჩება ერთ ნიშანში და ამიტომ მთელ თაობაზე მოქმედებს. პიროვნულ დონეზე მხოლოდ მაშინ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როდესაც რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან (მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან, მარსთან, მერკურთან ქმნის ასპექტს). უფრო საყურადღებოა მისი სახლებში მდებარეობაც, თუმცა რამდენიმე სიტყვით ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით ინტერპრეტაციასაც შემოგთავაზებთ:

თქვენ ესთეტი ადამიანების თაობა ხართ, რომლებმაც ურთიერთობების ახალი ფორმები უნდა დაამკვიდრონ.  მიდრეკილი იქნებით ქორწინებაში, თუ სხვა სახის პარტნიორულ ურთიერთობებში ექსპერიმენტების ჩატარებისაკენ (მაგალითად, ამ მაჩვენებლის მქონე ჰიტლერს ჰქონდა პოლიგამიის დაკანონების იდეა). ურთიერთობებში გახასიათებთ ექსცენტრიკულობა.  იქნებით თანასწორობის მომხრე. გაქვთ კონსტრუქციული დაბალანსებული იდეები. უარყოფით გამოვლინებაში : თავისუფლებისკენ სწრაფვა კანონისადმი დაუმორჩილებლობასა და უპასუხისმგებლობაში შეიძლება გამოიხატოს. ჰარმონიულ გამოვლინებაში კი – მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით სამყაროში ჰარმონიის დასადგურებისკენ სწრაფვას გაძლევთ.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია