ურანი ქალწულში

    0
    3139

    ურანი კოლექტიური პლანეტაა, იგი საკმაოდ დიდხანს რჩება ერთ ნიშანში და ამიტომ მთელ თაობაზე მოქმედებს. პიროვნულ დონეზე მხოლოდ მაშინ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როდესაც რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან (მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან, მარსთან, მერკურთან ქმნის ასპექტს). უფრო საყურადღებოა მისი სახლებში მდებარეობაც, თუმცა რამდენიმე სიტყვით ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით ინტერპრეტაციასაც შემოგთავაზებთ:

    თქვენ მშრომელთა თაობის წარმომადგენელი ბრძანდებით, მკვლევართა თაობის, შესანიშნავი მეთოდისტების, რომელთაც შეუძლიათ გადატრიალება მოახდინონ მეცნიერებაში, მედიცინაში, მომსახურების სფეროში… გაქვთ რაციონალური, პრაქტიკული, კრიტიკული, დეტალებზე ორიენტირებული, ცივი და ანგარიშიანი გონება, არასტანდარტული იდეების პრაქტიკაში განხორციელების პოტენციალი. შესაძლოა მიდრეკილი იყოთ მოულოდნელი და უცნაური ავადმყოფობებისკენ, საწარმოო ტრავმებისკენ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია