ურანი ლომში

    0
    544

     

    ურანი კოლექტიური პლანეტაა, იგი საკმაოდ დიდხანს რჩება ერთ ნიშანში და ამიტომ მთელ თაობაზე მოქმედებს. პიროვნულ დონეზე მხოლოდ მაშინ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როდესაც რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან (მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან, მარსთან, მერკურთან ქმნის ასპექტს). უფრო საყურადღებოა მისი სახლებში მდებარეობაც, თუმცა რამდენიმე სიტყვით ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით ინტერპრეტაციასაც შემოგთავაზებთ:

    თქვენ ორიგინალური ლიდერების, ექსცენტრიკული ინდივიდუალისტების თაობის წარმომადგენელი ბრძანდებით. ხართ თავისუფალი სიყვარულის მომხრე. გართობის ფრიად არაორდინალურ მეთოდებს არჩევთ. ვერ ელევით ბავშვობას. კარგად ვერ გრძნობთ მშობლის პასუხისმგებლობას, ან ცდილობთ თქვენი განუხორციელებელი ოცნებები მოახვიოთ შვილებს თავზე.  შესაძლოა მიდრეკილება გქონდეთ თამაშებისკენ, იყოთ ფეთქებადი და იმპულსური. ფრთხილად იყავით ცეცხლთან. ერიდეთ ეგოზიმს, უკომპრომისობას, ზედმეტ თავდაჯერებულობას, რისკიანობას. ეცადეთ საზოგადოებრივ ინტერესებზე უფრო მეტი იფიქროთ, ვიდრე საკუთარ თავზე.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია