ურანი კირჩხიბში

0
2001

 

ურანი კოლექტიური პლანეტაა, იგი საკმაოდ დიდხანს რჩება ერთ ნიშანში და ამიტომ მთელ თაობაზე მოქმედებს. პიროვნულ დონეზე მხოლოდ მაშინ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როდესაც რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან (მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან, მარსთან, მერკურთან ქმნის ასპექტს). უფრო საყურადღებოა მისი სახლებში მდებარეობაც, თუმცა რამდენიმე სიტყვით ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით ინტერპრეტაციასაც შემოგთავაზებთ:

თქვენ ხართ თაობა, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიაზე, მის შინაგან სამყაროზე ტრადიციულ შეხედულებებს ანგრევს, თავისუფლდება წინა თაობის ავტორიტეტებისგან და პატრიოტიზმის სრულიად ახლებური ორიგინალური ხედვა აქვს – ფიქრობთ, რომ მთავარია ეროვნული სული და არა ტრადიციების ფორმალური,  გარეგნული ერთგულება. ისწრაფვით დამოუკიდებლობისკენ, ფესვებისგან გათავისუფლებისაკენ, მშობლებთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ. მოგწონთ თანამედროვე არქიტექტურა, ელექტრონული აღჭურვილობით მოწყობილი სახლი. გაქვთ ოკულტური ხედვა, მეტაფიზიკური აზროვნება. პირადი ურთიერთობების დალაგება გიჭირთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია