ურანი კოლექტიური პლანეტაა, იგი საკმაოდ დიდხანს რჩება ერთ ნიშანში და ამიტომ მთელ თაობაზე მოქმედებს, პიროვნულ დონეზე მხოლოდ მაშინ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როდესაც რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან (მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან, მარსთან, მერკურთან ქმნის ასპექტს). უფრო საყურადღებოა მისი სახლებში მდებარეობაც, თუმცა რამდენიმე სიტყვით ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით ინტერპრეტაციასაც შემოგთავაზებთ:
თქვენ ტექნოკრატების თაობის წარმომადგენელი ხართ, რომლებმაც რევოლუციას აწყობენ კომუნიკაციაში, ტექნოლოგიებში. მოგწონთ სიახლეები, ადვილად ითვისებთ ახალ ტენდენციებს. შეგიძლიათ რთული იდეების პოპულარულ ენაზე ,,გადათარგმნა“, მეცნიერული მიღწევების მასებამდე მიტანა. შესაძლოა გქონდეთ პრობლემები სისხლით ნათესავებთან, და-ძმებთან, მეზობლებთან, რადგან თქვენთვის უფრო ღირებული სულიერი (იდეურ დონეზე) ნათესაობაა.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია