ურანი კუროში

0
3771

ურანი კოლექტიური პლანეტაა, იგი საკმაოდ დიდხანს რჩება ერთ ნიშანში და ამიტომ მთელ თაობაზე მოქმედებს, პიროვნულ დონეზე მხოლოდ მაშინ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როდესაც რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან (მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან, მარსთან, მერკურთან ქმნის ასპექტს). უფრო საყურადღებოა მისი სახლებში მდებარეობაც, თუმცა რამდენიმე სიტყვით ზოგად ინტერპრეტაციასაც მოგახსენებთ:

თქვენ იმ თაობას მიეკუთვნებით, რომელთაც მატერიალური სამყაროს ძალიან ორიგინალური ხედვა აქვთ, ახასიათებს სწრაფვა  ახალი ესთეტიკური ფორმების, ფასეულობების შექმნისაკენ. ჰარმონიული ასპექტებისას და კარგი დამუშავების შემთხვევაში  უცნაურად და მოულოდნელად გამდიდრების პოტენციალია, მხატვრობაში და მუსიკაში ნიჭი. ბოროტ გამოვლინებაში კი შესაძლოა – გაკოტრება, მატერიალური ღირებულების მქონე ნივთების დაკარგვა გამოიწვიოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანისთვის უმთავრესი ღირებულება ხდება ფული და ფიქრობს, რომ თავისუფლების მოპოვება მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობითაა შესაძლებელი.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია