ურანი თევზებში

0
8673

ურანი კოლექტიური პლანეტაა, იგი საკმაოდ დიდხანს რჩება ერთ ნიშანში და ამიტომ მთელ თაობაზე მოქმედებს. პიროვნულ დონეზე მხოლოდ მაშინ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როდესაც რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან (მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან, მარსთან, მერკურთან ქმნის ასპექტს). უფრო საყურადღებოა მისი სახლებში მდებარეობაც, თუმცა რამდენიმე სიტყვით ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით ინტერპრეტაციასაც შემოგთავაზებთ:

თქვენ სულიერი გარდაქმნების თაობა ხართ, უკიდურესად ემოციური თაობა, რომლისთვისაც რეალობა მძიმე ტვირთია. შესაძლოა ბევრი იმედგაცრუება ნახოთ – მოულოდნელი დარტყმები, რომლებიც გაიძულებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ ადამიანის და მთელი კაცობრიობის სიყვარული, თუმცა არ უნდა გატყდეთ. უნდა გაიაზროთ რომ ეს თქვენი გამოცდაა და აგრესიის გამოვლენისგან თავი უნდა შეიკავოთ. თქვენი ამოცანა პატიების სწავლაა, უნდა შეიწყალოთ შეურაცხმყოფელი. უმაღლეს გამოვლინებაში სულიერი მასწავლებელი, დიდი ფსიქოლოგი შეიძლება დადგეს თქვენგან – ადამიანების სულში შეღწევის და სინათლის შეტანის პოტენციალი გექნებათ. შესაძლოა ტელეპატიური უნარებიც გქონდეთ. უარყოფით გამოვლინებაში კი ილუზიების მსხვერპლად შეიძლება იქცეთ და რეალობის აღქმა დაკარგოთ. თქვენ ეზოთერიკოსი უნდა გახდეთ, დაკავდეთ მედიტაციით და არასოდეს დაკარგოთ შინაგან ხმასთან კავშირი. ინტუიცია თქვენი ყველაზე ძლიერი იარაღია. მუსიკაც. მისი მეშვეობით რადიკალური ცვლილებების მიღწევას მოახერხებთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია