ურანი კოლექტიური პლანეტაა, იგი საკმაოდ დიდხანს რჩება ერთ ნიშანში და ამიტომ მთელ თაობაზე მოქმედებს. პიროვნულ დონეზე მხოლოდ მაშინ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როდესაც რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან (მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან, მარსთან, მერკურთან ქმნის ასპექტს). უფრო საყურადღებოა მისი სახლებში მდებარეობაც, თუმცა რამდენიმე სიტყვით ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით ინტერპრეტაციასაც შემოგთავაზებთ:
თქვენ ანარქისტების თაობა ხართ, სრული თავისუფლების, შეშლილი იდეების მატარებელი თავნება და არადისციპლინირებული თაობა. ქადაგებთ ალტრუიზმს, ჰუმანურობას. უკიდურესად ლიბერალი და მეამბოხე სული გაქვთ. თქვენი მეშვეობით კაცობრიობის პროგრესი ტექნიკასა და მეცნიერებაში საოცარ ტემპებს მიაღწევს. ყველაფერი, რაც სხვებს ფანტასტიკის სფეროდ ეჩვენება თქვენი გონების გავლით ფრთებს შეისხამს. გენიალური და გიჟური იდეები მოულოდნელად და სრულიად დაუგეგმავად განხორციელდება. თქვენ უკიდურესად ინტუიციური და ამავდროულად მათემატიკური გონება გაქვთ. საჭიროა თვითდისციპლინა, უნდა ეცადოთ საკუთარი იდეების დამორჩილებას, რომ თავად მართოთ და არ იყოთ მათ მიერ მართული.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია