ურანი თხის რქაში

0
27471

ურანი კოლექტიური პლანეტაა, იგი საკმაოდ დიდხანს რჩება ერთ ნიშანში და ამიტომ მთელ თაობაზე მოქმედებს. პიროვნულ დონეზე მხოლოდ მაშინ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როდესაც რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან (მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან, მარსთან, მერკურთან ქმნის ასპექტს). უფრო საყურადღებოა მისი სახლებში მდებარეობაც, თუმცა რამდენიმე სიტყვით ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით ინტერპრეტაციასაც შემოგთავაზებთ:

თქვენ ხართ თაობა, რომლებიც ცვლილებებს ძველი მიღწევების ახლებურად გადაფასების მეშვეობით ახორციელებს, ითვალისწინებს წარსულს, უჭირს მასთან განშორება. პატივს სცემთ წინა თაობას. შეგიძლიათ ნებისმიერი იდეის, თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება. ჰარმონიული ასპექტებისას ბრწყინვალე გონებაა კარგ მეხსიერებასთან შერწყმული ინტუიციით და ორიგინალური სისტემატიზაციის უნარებით. კონსერვატორობასთან ერთად რეფორმების აუცილებლობასაც გრძნობთ, ორიენტირებული ხართ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს დღეს.

ავტორიტეტები ხშირად გეცვლებათ. უჩვეულო ცხოვრებისეული მიზნები გაქვთ. უარყოფით გამოვლინებაში კი შესაძლოა მივიღოთ ავტორიტეტების გამუდმებული მსხვრევა, იერარქიულ კიბეზე თქვენი ადგილის გამუდმებული ცვლა, რეპუტაციის შელახვა. ნუ დაგაბრმავებთ ამბიციები და ნუ იქცევით თქვენი პატივმოყვარეობისა და კარიერისტობის მსხვეპლად. მიზანი არ ამართლებს ყველა საშუალებას.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია