ურანი ვერძში

    0
    3813

    ურანი კოლექტიური პლანეტაა, იგი საკმაოდ დიდხანს რჩება ერთ ნიშანში და ამიტომ მთელ თაობაზე მოქმედებს, პიროვნულ დონეზე მხოლოდ მაშინ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როდესაც რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან (მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან, მარსთან, მერკურთან ქმნის ასპექტს). უფრო საყურადღებოა მისი სახლებში მდებარეობაც, თუმცა რამდენიმე სიტყვით ზოგად ინტერპრეტაციასაც მოგახსენებთ:

    თქვენ რევოლუციონერი თაობის წარმომადგენელი ხართ, მეამბოხეების, ცოტა ხულიგნების, რომლებსაც არ სურთ ტრადიციებს უერთგულონ და მშობლების მსგავსად იცხოვრონ. თუ საჭირო გახდება იბრძოლებთ თქვენი იდეალებისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის. მიესალმებით ყოველგვარ სიახლეს. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი. ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე და რეფორმატორობის წყურვილმა წარსულისადმი პატივისცემა არ დაგაკარგინოთ. ფრთხილად იყავით ელექტროობასთან.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია