სატურნი შეზღუდვებია, შიშები, მშვილდოსანი – გაფართოება, წინსვლა, წარმატება… თქვენ ყველაზე მეტად შეზღუდვების გეშინიათ, წარუმატებლობის, იმის, რომ ვერ შედგებით როგორც პიროვნება.
პერიოდულად საშინელი წარმოდგენის ხართ საკუთარ თავზე, გგონიათ რომ თქვენისთანა მდაბალი ადამიანისგან არაფერი გამოვა. ეს ყველაფერი სათავეს თქვენი მორალური კოდექსიდან იღებს.
იდეალისტი ხართ. თქვენი მსოფლხედველობა გაქვთ, თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია, იდეოლოგია და ამ იდეოლოგიასთან შესაბამისობაში ცხოვრება გსურთ. ცხოვრებისეული გამოცდებიც ამ სფეროში წარიმართება – გამუდმებით შემოწმდება თქვენი მორალური კოდექსი.
განვითარებისთვის აუცილებლად გჭირდებათ კავშირები სხვადასხვა კულტურებთან და მის წარმომადგენლებთან, თუმცა თუ პლანეტა დაზიანებულია, შესაძლოა პრობლემებიც გქონდეთ მოგზაურობასთან დაკავშირებით. ყველაზე უარეს შემთხვევაში ფანატიკოსი იქნებით, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში კი დიდი ცოდნის მქონე გურუ, მასწავლებელი, იდეოლოგი, ფილოსოფოსი, რელიგიური პირი…
ნუ დაარღვევთ კანონს, ძალით ნურავის მოახვევთ თქვენს შეხედულებებს თავს. გეკრძალებათ უტაქტობა, უხეშობა, არატოლერანტობა, თქვენი ცოდნის და ენერგიის გაფლანგვა. პატივი ეცით ყველა რელიგიას. ერიდეთ ცინიკოსობას, გადაჭარბებულ სკეპტიციზმს. ეცადეთ ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოთ და მხოლოდ თეორეტიკოსად არ დარჩეთ.
კარგი იქნება თუ ფიზიკური აქტივობით დაკავდებით (შესანიშნავია ალპინიზმი), თქვენთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი, განსაკუთრებით ძილი სუფთა ჰაერზე.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია