სატურნი მორიელში

0
1786

თქვენ თქვენი ცხოვრების სისტემატიზაციას მხოლოდ მძიმე ცხოვრებისეული გაკვეთილების მიღების შედეგად ახერხებთ. შესაძლოა ბევრი ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი დანაკარგი გქონდეთ. ფასეულობები სულიერი ტანჯვების შედეგად გიყალიბდებათ. თქვენი დევიზი ნიცშეანული დევიზი ხდება  – ,,რაც არ მკლავს, მაძლიერებს“.

უამრავი კომპლექსი გაქვთ, თვითგვემისკენ ხართ მიდრეკილი, თვითკონტროლის დაუძლეველი სურვილით შეპყრობილი უამრავ შეზღუდვას უწესებთ საკუთარ თავს. ავტორიტეტის მოსაპოვებლად ყველაფერზე ხართ წამსვლელი. გინდათ, რომ პატივს გცემდნენ.

თუკი პლანეტა დაზიანებულია: ეჭვიანი, გულღრძო, შურისმაძიებელი, ძუნწი და მეწვრილმანე ადამიანი შეიძლება იყოთ, განვითარების შემთხვევაში კი: შრომისმოყვარე, ამტან, სერიოზულ, ძალიან ფხიზელ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულ ინდივიდად იქცევით.

შესაძლოა პრობლემები გქონდეთ მემკვიდრეობის საკითხებში, ან ზოგადად ფინანსური პრობლემები.. გიჭირთ სექსუალობის გამოვლენა. ჯანმრთელობის კუთხით – შეიძლება გაწუხებდეთ ყაბზობა, გაუვალობა, კენჭები თირკმელში ან ნაღვლის ბუშტში…

ყველაზე მეტად კონტროლის დაკარგვის გეშინიათ, შიგნით არავის უშვებთ. აუცილებელია ნდობა ისწავლოთ, თავი დაანებოთ ინტრიგების ხლართვას და უარი თქვათ შურისმაძიებლობაზე, ისწავლეთ პატიება და რაღაცეების ,,გატარება“.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია