სატურნი შეზღუდვებია, შიშები, ფობიები, სასწორი თანამშრომლობა, პარტნიორული ურთიერთობები, სამართლიანობა, წონასწორობა და ჰარმონია. მიიჩნევა, რომ ეს სატურნის ძალიან კარგი პოზიციაა, თუმცა ,,ბოროტი“ პლანეტა (სატურნი) მაინც თავისას შვრება.
თუკი მას უარყოფითი ასპექტები აქვს, ან დაუმუშავებელია. შესაძლოა გიჭირდეთ სიტუაციის სხვადასხვა მხრიდან დანახვა, სხვების პოზიციების გაგება, თანამშრომლობა, კომპრომისზე წასვლა. პრობლემები გქონდეთ ქორწინებაში, პარტნიორულ, საქმიან ურთიერთობებში.
დამუშავების შემთხვევაში და ჰარმონიული ასპექტებისას შესანიშნავი დიპლომატი იქნებით. იურისტის, მოსამართლის პოტენციალი სრულად გამოვლინდება.
თავი შეიკავეთ ოპონენტების შეურაცხყოფისგან, ერიდეთ კონფლიქტებს, სუბიექტივიზმს. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. გახდით ნაკლებად მომთხოვნი.
შესაძლოა გქონდეთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. სატურნი ფილტრაციას ზღუდავს და მომწამვლელი ნივთიერებები სისხლში რჩება. უკეთესია თუ გამოხდილ წყალს მიიღებთ ონკანის, წყაროს, ან მინერალური წყლის ნაცვლად. ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს.
თქვენი ყველაზე დიდი ფობია – ცუდი რეპუტაციის შიშია, შიში, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნებით, რომ ვიღაცას არ მოეწონებით. ეცადეთ ეს კომპლექსად არ გექცეთ და კეთილგანწყობის მოპოვების სურვილით პირფერობა და მაამებლობა არ დაიწყოთ. არასწორი გადაწყვეტილების მიღების შიშით ერთ ადგილზე ნუ ,,გაიჭედებით“. ნუ მერყეობთ, დაიცავით წონასწორობა. იბრძოლეთ სამართლიანობისთვის, ოღონდ ხმლით არა, მრგვალი მაგიდის გარშემო.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია