სატურნი ქალწულში

0
6282

 

სატურნი შეზღუდვებია, ქალწული კიდევ სხვების სამსახურში დგომა, სრულყოფილებისკენ სწრაფვა. თუკი იგი ჰარმონიულია, ანუ არ აქვს უარყოფითი ასპექტები და თქვენც საკუთარ თავზე მუშაობთ, გექნებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, იქნებით შრომისმოყვარე, თქვენი საქმის მცოდნე, პროფესიონალი ადამიანი ანალიტიკური გონებით.

დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს მეწვრილმანეობა, არაჯანსაღი პრაგმატიზმი. მიდრეკილება ყველაფერი გონებას დაუქვემდებაროთ. შესაძლოა იყოთ პედანტი, პერფექციონისტი, გადაჭარბებულად ზრუნავდეთ ჯანმრთელობაზე, აკრიტიკებდეთ ყველას და ყველაფერს, ძალიან ბევრს ითხოვდეთ გარშემომყოფებისგან.

ეს მაჩვენებელი დეპრესიისკენ, იპოქონდრიისკენ მიდრეკილებას იწვევს. სავარაუდოა, რომ ვერ იტანდეთ უწესრიგობას, არეულობას, სიბინძურეს. ზედმეტად ბევრს ღელავდეთ იმაზე, რაც სულაც არ არის სანერვიულო.

სამსახურის გარეშე თავს უსარგებლოდ გრძნობთ და ეს გრძნობა განადგურებთ. თქვენი ყველაზე დიდი ფობია – გეშინიათ რომ არ იქნებით საჭირო. მიეკუთვნებით იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც პენსიაზე გასვლის შემდეგ საშინლად ითრგუნებიან.

მოკლედ, ,,ვორკაჰოლიკი“ ბრძანდებით“.  ეცადეთ, არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება, ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ გამოიფიტოთ. გამოიმუშავეთ თავდაჯერება და ისწავლეთ საკუთარი თავით და გარშემომყოფებით  კმაყოფილება.  შეეგუეთ იმას, რომ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს და ეს ტრაგედია არ არის. მოიშალეთ სხვების განსჯის მავნე ჩვევა. ცოტა იუმორით შეხედეთ ყველაფერს.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია