სატურნი ლომში

0
7418

სატურნი შეზღუდვებია, შიშები, ლომი კიდევ ჩვენში არსებული შინაგანი ბავშვი, შემოქმედებითი უნარები,  ჩვენი ცნობიერი. თქვენ შესაძლოა საკუთარი თავის გამოხატვა, რეალიზაცია გიჭირდეთ, იმდენად გაკლდეთ თავდაჯერება, გამუდმებით თაყვანისმცემლებს, სხვების აღიარებას დაეძებდეთ. შესაძლოა გქონდეთ ტალანტი, რომლის გამოვლენის საშუალება არ გეძლეოდეთ. შესაძლოა უნიჭოდ აღგიქვამდეთ საზოგადოება მხოლოდ იმიტომ, რომ გახსნას ვერ ახერხებდეთ. თქვენ გეშინიათ, რომ არ შეგიყვარებენ, რომ არ მოგიწონებენ, რომ დაგცინებენ…

თუკი სატურნის გაკვეთილებს მიიღებთ და ისწავლით მოთმინებას, თავმდაბლობას და მოახერხებთ თუნდაც ისეთ ადამიანებთან თანამშრომლობას, რომლებიც არ გაღიარებენ, არ გაფასებენ და პატივს არ გცემენ, თუკი შინაგანი კომპლექსებით გაჩენილ პატივმოყვარეობასა და ამბიციებზე უარს იტყვით, ძალიან წარმატებული ადამიანი გახდებით.  ზოგადად, უნდა შეეგუოთ რომ წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი შრომა და უამრავი რამის ,,ჩაყლაპვა“ მოგიწევთ. გულს მოუფრთხილდით, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგექმნათ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია