სატურნი კირჩხიბში

0
9498

 

სატურნი შეზღუდვებია, კირჩხიბი კიდევ ემოციური ინტელექტი, შინაგანი სამყარო, ოჯახი, წარსული, წინაპრები, სამშობლო…. თქვენ ემოციურ დონეზე გახსნა გიჭირთ, მთლიანად თქვენს ნაჭუჭში ხართ ჩაკეტილი. ვერ წყვეტთ კავშირს წარსულთან, ქვეცნობიერი გმართავთ – თქვენი მოგონებები. ბავშვობიდან გამოყოლილი უამრავი კომპლექსი გაქვთ. ოჯახთან გაუცხოებული ხართ, თუმცა პასუხისმგებლობას მაინც გრძნობთ მათ წინაშე.

გეშინიათ დამოკიდებულებების. გინდათ რომ თქვენი სახლი გქონდეთ, მაგრამ შესაძლოა გამუდმებით ფინანსური პრობლემები გექმნებოდეთ. სახლში სივიწროვეა, ადგილი არ გყოფნით. გიჭირთ ოჯახის შექმნაც – ამგვარი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების.

გეშინიათ რომ გულს გატკენენ,  გეშინიათ მარტოობის, დაუცველობის, მფარველობის დაკარგვის და ამიტომ შიგნით არავის უშვებთ. უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი ემოციურ დონეზე თქვენი განვითარებისთვის.

საშინლად დაბალი თვითშეფასება გაქვთ, გაკლიათ თავდაჯერება, ხშირად ხართ პანიკაში მაშინ, როცა არაფერია სანერვიულო. თუკი თავად საკუთარ თავზე მუშაობას ვერ ახერხებთ, კარგი იქნება თუ კარგ ფსიქოლოგთან მიხვალთ.

შესაძლოა თქვენი სამშობლოც გეუცხოებოდეთ. ვერ პოულობდეთ ადგილს. მთელი არსებით გინდოდეთ აქედან წასვლა და მაინც ვერ თმობდეთ>

აუცილებლად მიაქციეთ კვებას, თორემ კუჭნაწლავის პრობლემები შეგექმნებათ. საჭმელთან ერთად სითხეებს ნუ მიიღებთ. მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებამ შესაძლოა ცოტა დაგამშვიდოთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია