სატურნი ტყუპებში

0
12567

სატურნი შეზღუდვებია, შიშები,  ტყუპები კი – ინფორმაცია, კომუნიკაცია, კონტაქტები.

თუკი თქვენი სატურნი დაზიანებული არ არის, შესაძლოა უბრალოდ სიტყვაძუნწი ადამიანი იყოთ, რომელსაც უაზრო ლაყბობა არ უყვარს და სერიოზულად ეკიდება ნაცნობობას, კონტაქტებს… ამ შემთხვევაში გექნებათ პრაქტიკული, ლოგიკური, მათემატიკური გონება. შეეცდებით მაღალი წრის საზოგადოებასთან შექმნათ კავშირები, მხოლოდ იმათთან ,,იმეგობროთ“ ვინც გჭირდებათ.

უარყოფით გამოვლინებაში  კი კომუნიკაციის პრობლემები გექნებათ, მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები. შეიძლება გიჭირდეთ ინფორმაციის აღქმა. ეჭვი გეპარებოდეთ თქვენს ცოდნაში, ინტელექტში.

თქვენი ყველაზე დიდი ფობია – მოწყენილობის შიშია და რაღაცის არ ცოდნის შიში. უნდა დაკავდეთ თვითდისციპლინით. ისწავლოთ მოთმინება, საქმის ბოლომდე მიყვანა და მეტად თავდაჯერებული გახდეთ საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებში.  აუცილებლად გჭირდებათ სუფთა ჰაერი, თანაც ბევრი სუფთა ჰაერი. კიდევ კარგი ძილი და პერიოდულად გონების დასვენება.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია