სატურნი კუროში

0
16769

თქვენი სატურნი კუროშია, ეს საკმაოდ კარგი მდებარეობაა, თუმცა თქვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილება – შეიქმნათ მატერიალურად და ემოციურად უსაფრთხო გარემო, მხოლოდ თქვენი მძიმე შრომის, მოთმინების, ამტანობის, სიმტკიცის და სტაბილური მცდელობის შედეგადაა შესაძლებელი. შესაძლოა გიჭირდეთ სტაბილურობის შენარჩუნება, შესაძლოა აგვიანებდეთ გადაწყვეტილების მიღებას.

მიდრეკილება გაქვთ დააგროვოთ, შეინახოთ, უზრუნველი სიბერის გარანტიები შექმნათ. თქვენი ყველაზე დიდი შიში – მატერიალური კეთილდღეობის, კომფორტის დაკარგვის შიშია, იმის, რომ რაღაც არ გეყოფათ, რომ ყველაფერს დაკარგავთ, ქუჩაში დარჩებით. ეცადეთ დააფასოთ, რაც გაქვთ. ყოველგვარი გარანტიების გარეშე მოახერხოთ სულიერი სიმშვიდის, სიმყუდროვის განცდა.  ნუ იქნებით ძუნწი, ხარბი და გაუმაძღარი.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია