სატურნი თევზებში

0
16271

 

სატურნი წესრიგია, შეზღუდვები, თევზები კიდევ ქაოსი და არეულობა. შეიძლება ორგანიზებულობა გაკლდეთ, იყოთ დაუდევარი, ვერ ართმევდეთ თავს ყოველდღიურ ცხოვრებას და სამყარო მაინც გამუდმებით გაყენებდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ ამ ყველაფრის ათვისება მოახერხოთ. მკაცრი მასწავლებელი  (სატურნი) თავის მოტყუების საშუალებას არ მოგცემთ, მუდმივად დაგიმსხვრევთ ყველა ილუზიას მანამ, სანამ თქვენი გამოგონილის რეალობისგან გარჩევას არ ისწავლით.

საშინელი ქაოსი გაქვთ სულში და გონებაში. გგონიათ რომ ყველაფერი თქვენი ბრალია, თქვენი წარსულში დაშვებული შეცდომების. ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად უყურებთ. გეშინიათ არ იქცეთ ისეთად, როგორიც ყველაა. მდიდარი ფანტაზიის შედეგად უამრავი ირაციონალური ფობია გიჩნდებათ, დეპრესია, შფოთვები, ქვეცნობიერი შიშები, თითქოს ვიღაცას სურს რომ შეგზღუდოთ… სული გეხუთებათ…გამოსავალი კი არ არის…არა… ეგებ კლაუსტროფობიაც გჭირდეთ.

არ გიყვართ პროჟექტორები შუქი. კულისებში მოქმედება გირჩევნიათ. წარუმატებლობა დეპრესიაში გაგდებთ. ხდებით პასიური.  საშინელი მელანქოლია გეუფლებათ.

გონება ინტუიციური გაქვთ. კარგი წარმოსახვა. ფლობთ შემოქმედებით უნარებს, თუმცა მათი რეალიზება შესაძლოა გიჭირდეთ.

კარგი იქნება თუ მედიტაციით დაკავდებით. აუცილებელია თვითანალიზი, ფსიქიკური პრობლემების დაძლევა. ნუ გაექცევით პრობლემებს, რეალობას, უარი თქვით გადაჭარბებულ ემოციებზე. გათავისუფლდით სინანულისგან, წარსულისგან. თქვენი გამოცდილების გაზიარებით უამრავ ადამიანს დაეხმარებით სულიერ განვითარებაში.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია