სატურნი მერწყულში

0
17492

სატურნი შეზღუდვებია, თუმცა როდესაც მერწყულის ნიშანში ხვდება ეს შეზღუდვები მინიმუმამდე დადის, თუკი, რაღა თქმა უნდა, პლანეტა დამუშავებულია.

განვითარებისთვის ორიგინალური სისტემა გჭირდებათ, ცხოვრება  თქვენთვის ექსპერიმენტია. დროის ძალიან კარგი შეგრძნება გაქვთ, ყველაფერს თავის დროზე აკეთებთ. ცოტა ავანტიურისტი და ექსცენტრიკული ადამიანი ხართ. გიყვართ არაორდინალური იდეები და შეგიძლიათ ამ იდეების  სისტემატიზაცია იმგვარად, რომ პრაქტიკული გამოყენებისთვის მზად იყოს.

გაქვთ მათემატიკური, ინტუიციური, გამომგონებლური გონება. ყველაფერს ახლებური თვალით უყურებთ, სრულიად განსხვავებულ ჭრილში. გამომგონებელ-მეცნიერისთვის შესანიშნავი პოზიციაა.

გეშინიათ ემოციური დამოკიდებულებების, თავისუფლების დაკარგვის, რამაც შეიძლება მეამბოხედ გაქციოთ და გაუცხოებამდე მიგიყვანოთ. გჭირდებათ მეტი სტაბილურობა. უარი თქვით უაზრო სიჯიუტეზე. გახდით ნაკლებად ეგოცენტრული და ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღების.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია