ეს სატურნის ყველაზე კარგი მდებარეობაა, რადგან თავისივე მართულ ნიშანშია. თქვენ პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, ამბიციური ადამიანი ხართ, რომელიც ძალიან ბევრ ითხოვს საკუთარი თავისგან, თუმცა პლანეტის ძლიერი დაზიანების შემთხვევაში, პირიქით, პასუხისმგებლობის აღებას შეიძლება უფრთხოდეთ, რადგან თქვენი ქვეცნობიერი ფობია – ვალდებულებისთვის თავის ვერ გართმევის შიშია.
ფიქრობთ, რომ დრო ცოტა გაქვთ და ბედნიერება სულაც არაა თქვენი არსებობის უმთავრესი მიზანი. შესაძლოა ვერასოდეს პოულობდეთ თავისუფალ დროს, ვერ ახერხებდეთ დასვენების საათების სამუშაო საათებისგან გამოყოფას. არ გაქვთ მიღწეული შედეგებით ტკბობის უნარი. გეშინიათ პატივისცემის დაკარგვის, სირცხვილის.
გაქვთ კარგი მეხსიერება, პრაქტიკული ჭკუა, აბსტრაქტული იდეების კონკრეტულად გადმოცემის უნარი. შეგიძლიათ კარგად დაგეგმვა, სისტემატიზაცია.
როგორი სოციალურიც არ უნდა იყოთ პირად რუკაზე სხვა მაჩვენებლების მიხედვით, შინაგანად მაინც საშინელი მარტოსულობის შეგრძნება გეუფლებათ ხოლმე. მხოლოდ საკუთარ თავს ენდობით. ეცადეთ ცოტა მოდუნდეთ და გამხიარულდეთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია