თქვენი სატურნი ვერძშია – ეს არ არის კარგი პოზიცია, თუმცა კარგი ასპექტირების და დამუშავების შემთხვევაში ლიდერობის პოტენციალი შეიძლება მოგვცეს. შესაძლოა პასუხისმგებლობის და ინიციატორობის გეშინოდეთ, თუმცა თუ ამ შიშების დაძლევა მოახერხეთ, კარგი ხელმძღვანელი იქნებით. ჯგუფური სამუშაოს შესრულების დროს ყველაზე მეტ საქმეს საკუთარ თავზე აიღებთ, თუმცა სხვებისგანაც ბევრს მოითხოვთ. გექნებათ კარგი ორგანიზატორული უნარები. გახდებით გაბედული, მამაცი.
თქვენ მხოლოდ საკუთარ თავს ენდობით. ცხოვრებისეული გამოცდილებების შეკრების შედეგად თქვენეული ცხოვრებისეული შეხედულებების სისტემას აწყობთ.
ბევრი იმედგაცრუება გაქვთ ნანახი, თუმცა დაბრკოლებები უბრალოდ ,,გაჭკვიანებთ“. თქვენი ყველაზე დიდი ფობია საკუთარ ცხოვრებაზე და მოვლენებზე კონტროლის დაკარგვაა. მოერიდეთ ეგოიზმს. ცხოვრება ინიციატივის გამოჩენას გაიძულებთ, ნებისყოფის, თავდაჯერების და მოთმინების გამომუშავებას. შეიძლება გაწუხებდეთ ხერხემალი და თავის ტკივილები სტრესის ნიადაგზე.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია